*

ფეთჰულაჰ გიულენი ყველაზე ინტელექტუალ თანამედროვე ადამიანთა შორის პირველ ადგილზეა

ჟურნალმა Aმერიკან Fორეიგნ Pოლიცყ –მა, რომელიც საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში მსოფლიოს პრესტიჟულ გამოცემათა შორისაა, ჩაატარა გამოკითხვა `ყველაზე ინტელექტუალი ასი თანამედროვე ადამიანი...

მთავარი გვერდი arrow სურათების ალბომები arrow გიულენის წვლილი მშვიდობის დამყარებაში
The Light Publishing
გიულენის წვლილი მშვიდობის დამყარებაში ბეჭდვა ელ-ფოსტა
მომხმარებლის რეიტინგი: / 2
ღარიბულისაუკეთესო 
დაიწერა ახალი ხიდი   
05.05.2006
გიულენის წვლილი მშვიდობის დამყარებაშიინტელექტუალები ფეთჰულაჰ გიულენის მიერ მშვიდობის დამყარებაში შეტანილი წვლილის შესახებ მსჯელობენ

ფეთჰულაჰ გიულენის მიერ დიალოგისა და ტოლერანტობის დამკვიდრების პროცესში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილი მსჯელობის საგნად იქცა. მის წიგნში, რომლის სათაურიცაა \"გლობალური მშვიდობისაკენ\", ერთადაა თავმოყრილი ინტელექტუალების მიერ ფ. გიულენის მოღვაწეობის შესახებ თვალსაზრისი.

ფ. გიულენის წიგნი ჟურნალისტებისა და მწერალთა ფონდმა გამოაქვეყნა. მასში შესულია ცნობილი მოღვაწეების სტატიები და რეპორტაჟები, მათ შორის არიან: რელიგიათაშორისი დიალოგის ცენტრის პრეზიდენტი პროფ. თომას მიშელი, ფრანგულ გაზეთ \"მონდიას\" კორესპონდენტი თურქეთში ნიკოლ ჰოპი, ნოტრდამის უნივერსიტეტის საერთაშორისო მშვიდობის კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი პროფ. სკოტ აპლები, ახლო აღმოსავლეთის ტექნიკური უნივერსიტეტის სოციოლოგიური განყოფილების ლექტორი პროფ. ელისაბედ ოზდალგა, ჟურნალისტი და მწერალი შაჰინ ალფაი და ჟურნალ \"ტემპოს\" გამომცემელი ქერემ ჩალიშჯანი.

წიგნში \"გლობალური მშვიდობისაკენ\" დაბეჭდილია ფ. გიულენის სტატია \"ახალი ათასწლეულის ზღურბლზე\". ამ კრებულში ერთ-ერთი საინტერესო სტატია ეკუთვნის პროფ. თომას მიშელს, რომელიც ფ. გიულენის მისამართით გამოთქმულ კრიტიკული თვალსაზრისის მიზეზს განიხილავს. \"ჩემი აზრით ფეთჰულაჰ გიულენი თან ლაიცისტი, თან მორწმუნე მოღვაწეა, იგი არც მემარჯვენე და არც მემარცხენეა. ფ. გიულენს ამიტომ აკრიტიკებენ რომ, მას ეს ყველაფერი გამოუვალ გზად მიაჩნია\".

ჟურნალისტების და მწერალთა ფონდის გენერალური მდივანი ჯემალ უშშაქი სტატიაში, რომლის სათაურია \"გიულენი და მისი განათლების სფეროში მოღვაწეობა\", მოაზროვნის თურქეთსა და მის ფარგლებთ გარეთ საქმიანობაზე საუბრობს. Uუშშაქის თქმით, ჟურნალისტებისა და მწერლების ფონდი მოკლე ხანში თურქ მკითხველებს გააცნობს მის შესახებ დასავლეთის მრავალი მეცნიერისა და ინტელექტუალის თვალსაზრისს, როგორც უშშაქმა აღნიშნა, დღემდე ფ. გიულენის მოღვაწეობას არაბულ სამყაროში არ იცნობდნენ. ამჟამად იქ რამდენიმე მიმომხილველმა გააანალიზა ფ. გიულენის მოღვაწეობა, ყველა ამგვარ მასალას თურქი მკითხველი ახლო მომავალში მიიღებს, _ დასძინა მან.

იმის გამო, რომ ფ. გიულენი საკაცობრიო მოღვაწეობას ეწევა, ამიტომ მის წიგნს \"გლობალური მშვიდობისაკენ\" უწოდეს.

ახალი ხიდი 2002 წელი (4)

 
შემდეგი პუნქტი