*

ფეთჰულაჰ გიულენი ყველაზე ინტელექტუალ თანამედროვე ადამიანთა შორის პირველ ადგილზეა

ჟურნალმა Aმერიკან Fორეიგნ Pოლიცყ –მა, რომელიც საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში მსოფლიოს პრესტიჟულ გამოცემათა შორისაა, ჩაატარა გამოკითხვა `ყველაზე ინტელექტუალი ასი თანამედროვე ადამიანი...

მთავარი გვერდი arrow სურათების ალბომები arrow ქება დიალოგის საქმეში შეტანილი წვლილის გამო
The Light Publishing
ქება დიალოგის საქმეში შეტანილი წვლილის გამო ბეჭდვა ელ-ფოსტა
მომხმარებლის რეიტინგი: / 0
ღარიბულისაუკეთესო 
დაიწერა იმედი   
05.05.2006

ბერძნულ ენაზე გამომავალი ჟურნალი (რელიგიები) ქებით იხსენიებს გიულენს რელიგიათაშორისი დიალოგის გამართვის საქმეში დიდი ღვაწლისათვის, მოგვითხრობს რომის პაპთან და სხვა რელიგიების წარმომადგენლებთან მისი შეხვედრების შესახებ.

ჟურნალმა \"რელიგიონს\"-მა (რელიგიები, რომელიც ბერძნულად გამოდის, გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც ქებით არის მოხსენიებული ფეთჰულაჰ გიულენი. სტატიაში, რომელსაც ჟურნალში ექვსი გვერდით ეთმობა და რომლის სათაურიც \"Iსლამ, ს Eცუმენიცალ\" ყდაზეც არის გამოტანილი, აღნიშნულია, რომ გიულენმა დაიცვა თავისი მოსაზრება იმის შესახებ, რომ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი და აყვავებული მსოფლიოსათვის აუცილებელია დაიწყოს მსოფლიო რელიგიების დიალოგისა და ურთიერთგაგების პროცესი. როგორც სტატიაში წერია, გიულენმა აღნიშნა, რომ ყველა რელიგია არის როგორც მონოთეისტური, ასევე დანარჩენებიც იზიარებენ ისეთ ღირებულებებს, როგორც არის: სიყვარული, პატივისცემა, შემწყნარებლობა, ადამიანის უფლებები და მშვიდობა. წერილში ხაზგასმით აღნიშნულია, რომ გიულენი, რომელიც ვატიკანში რომის პაპას შეხვდა და ესაუბრა ორთოდოქსული რელიგიების წარმომადგენლებს, როგორც აშშ-ში, ასევე თურქეთში, მუშაობს იმ მიმართულებით, რომ მუდმივი დიალოგის შესაძლებლობის უზრუნველყოფის მიზნით შეიქმნას ობიექტური ინფორმაციის გაცვლა. როგორც წერილში წერია, მიუხედავად ისლამსა და ქრისტიანობას შორის არსებული ისტორიული მტრობისა, გიულენს სწამს, რომ რელიგიებს შორის მნიშვნელოვანი ურთიერთობის დამყარების მიზნით პირველი ნაბიჯის გადასადგმელად აუცილებელია ისტორიის დავიწყება.

დიალოგი გარდაუვალია

როგორც სტატიაში წერია, გიულენი აღნიშნავს, რომ ახალ ათასწლეულში კეთილდღეობისა და მშვიდობისათვის აუცილებელია რელიგიათაშორის დიალოგი. Eს შეხედულებები მან გამოხატა სამხრეთ-აფრიკის ქალაქ კეიპტაუნში გამართულ მსოფლიო რელიგიების პარლამენტისათვი გაგზავნილ ორ წერილში. როგორც ჟურნალში გამოქვეყნებულ სტატიაშია აღნიშნული, გიულენის წერილში \"რელიგიათშორისი დიალოგის აუცილებლობა: ისლამური პოზიცია\", რომელიც პარლამენტში წაკითხული იქნა, ხაზგასმულია, რომ მშვიდობიანი მომავლისათვის გარდაუვალია ქრისტიანობასა და ისლამს შორის დიალოგი. ჭერილში \"ახალი ათასწლეულის ზღურბლთან\", რომელიც აგრეთვე წაკითხული იქნა პარლამენტში, გიულენი მოუწოდებს, რომ, რაც შეიძლება მალე, ყველა რელიგიამ დაიწყოს დიალოგი ან განავითაროს უკვე დაწყებული დიალოგი: წერილში გიულენი, რომელიც ამჟამად აშშ-ში გულისა და დიაბეტის სამკურნალოდ იმყოფება, წინადადებით შემოდის, რომ ურფაში, რომელიც ქრისტიანებისა და მუსლიმების მიერ წინასწარმეტყველი იბრაჰიმის დაბადების ადგილადაა აღიარებული, დაარსდეს თეოლოგიური სასწავლებელი ზამანი.


No 6 (9) \"იმედი\" ივნისი, 2002

 
წინა პუნქტი   შემდეგი პუნქტი