ფეთჰულაჰ გიულენი: საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ახალი წელი მიულოცა მთელ საქართველოს

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ახალი წელი მიულოცა მთელ საქართველოს

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ახალი წლის შემოსვლამდე რამდენიმე წუთით ადრე მთელ საქართველოს მიულოცა დამდეგი ახალი წელი.

The Light Publishing
ჭეშმარიტი მუსულმანი ტერორისტი ვერ იქნება ბეჭდვა ელ-ფოსტა
მომხმარებლის რეიტინგი: / 2
ღარიბულისაუკეთესო 
დაიწერა ფეთჰულაჰ გიულენ   
26.04.2006

სიცოცხლე - ღვთის ყველაზე მთავარი და ნათელი წყალობაა. ჭეშმარიტი და მარადიული სიცოცხლე კი ჩვენ საიქიოში გველოდება. ღვთის მსახურების მემკვიდრეობითობით, წყალობით და ლმობიერებით, შეიძლება ჩვენი ცხოვრება ღირსეული გავხადოთ.

ღმერთმა წარმოგვიგზავნა წმინდა შუამავლები და გადაგვიშალა წმინდა წიგნები. ამ მიზეზით ღვთის წყალობა კაცობრიობის მიმართ ნახსენებია არ რაჰმანის (მწყალობელის) სურაში: „მოწყალე ალლაჰმა, ყურანი ასწავლა, შექმნა ადამიანი და მას მეტყველება შთაუნერგა\" (წმ. ყურანი 55:1-4). მთელი ჩვენი სიცოცხლე ამ სამყაროში არის რეპეტიცია საიქიო ცხოვრების წინაშე და ამ დასასრულს ელოდება ყველა ღვთის შვილი. ჩვენს ყველა მიღწევებში ნათლად ვხედავთ ღვთის ხელს, მასში ვლინდება მისი მოწყალება. სტიქიური უბედურებანი და საზოგადოებრივი უმსგავსოებანი, ერთი შეხედვით, შეიძლება მოგეჩვენოთ მიუღებელნი, მაგრამ ჩვენ არ უნდა ჩავთვალოთ ის შეუთავსებლად მოწყალებასა და თანაგრძნობას შორის. ისინი გვაგონებენ ჭექა-ქუხილსა და შავ ღრუბლებს, რომლებიც გვაშინებენ, მაგრამ მათ მოჰყვება წვიმა. ასეთი სახით მთელი სამყარო ადიდებს თავის შემქმნელს, ყოვლად შემბრალებელსა და გულმოწყალეს.

წმინდა შუამავალი როგორც წყალობა დედამიწაზე.

შემწყნარებლობა და სულგრძელობა ალლაჰის წმინდა შუამავალისთვის არის მთავარი შემადგენელი, ყველგან შეღწევადი შორსმჭვეტელობა. მასში დაფარულია აზრის განსაკუთრებული სიღრმე. წმინდა შუამავალმა მთელი თავისი სისრულით განახორციელა ეს ორი ღვთით დალოცვილი თვისება - შემწყნარებლობა და დიდსულოვნება, მსგავსად ელექსირისა და ყველას გულში დაიდგა ტახტი, არა არს სხვა თვისება, გარდა შემწყნარებლობისა, სულგრძელობისა და გულწრფელობისა, რომლებსაც შეუძლიათ აიძულონ ხალხის მასები შეიყვარონ ადამიანი და აი, ალლაჰის წმინდა შუამავალმა, მინიჭებული სულიერი სიწმინდით, საოცარი ნიჭითა და შორსმჭვრეტელობით, ხალხთა გულებში შესაღწევად, გამოიყენა თავისი სრულყოფილი ნიჭი მოწყალებისა და სულგრძელობისა. რაც ითვლება წმინდა მისიის თვითმყოფად განმტკიცებად. ალლაჰჰმა წარგზავნა შუამავალი, მსგავსად წყალობისა, მთელ სამყაროზე. დიახ, ის არის გამოსახულება უზენაესის წყალობისა - მთელი თავისი ბრწყინვალებით, ის წყაროა უდაბნოს შუაგულში. ყოველივე ფიალით მისული მასთან მოიკლავს წყურვილს.

შუამავალმა ყველას აღმოუჩინა წყალობა, ვინც საჭიროებდა. წყალობითა მისითა ის მოუწოდებდა მათ სამოთხისაკენ. ალლაჰის წმინდა შუამავალის ხელში ის იყო, როგორც ჯადოსნური გასაღები, რომლითაც მან გააღო ყველა გაუღებელი, ჩაჟანგული ციხე-კოშკი და ყველას მკერდში აანთო რწმენის წმინდა ლამპარი. ეს ოქროს გასაღები ბოძებული ჰქონდა ოქროს სულის მქონე ადამიანს - ღირსეულ მუჰამმედ მუსტაფას.

ვინაიდან ის ღირსეულთა შორის ღირსეული აღმოჩნდა და ალლაჰი ყოველთვის ღირსეულს უცხადებს ნდობას, მან ადამიანების გულებთან მიმავალი გასაღები გადასცა მას, ვისაც უნდა ეწინამძღვრა ორთავ სამყაროში.

ალლაჰმა წარმოუგზავნა სამყაროს ის, როგორც წყალობა. მან კი საუკეთესო სახით და თავისთავადი ჰარმონიულობით, ეს წყალობა განახორციელა მოწყალებაში, სადაც ზომიერების გრძნობა ასევე, აუცილებელია.

მოწყალებით, რომელსაც განასახიერებს ალლაჰის წმინდა შუამავალი, ისარგებლებენ მორწმუნენი, რადგან ის მათთან ურთიერთობაში მშვიდი და მოწყალეა. განხორციელებული წყალობით, მორწმუნეთა გარდა ისარგებლებენ უღმერთონი და ფარისეველნი, რომლებიც რწმენის ნიღაბ ქვეშ ფარავენ თავიანთ ურწუმოებას. მეორე მხრივ, თვით ანგელოზ ჯაბრაილს შეხვდება თავისი წილი. ეს წყალობა შეუზღუდავია განსაზღვრულ პირთა და ჯგუფთათვის. გაზომეთ მისი სიდიდე იმით, რომ ეშმაკსაც ჰქონია შემთხვევა იმედით ეცქირა მისთვის.

ის, რომ ჩვენი დროის ზოგიერთი რელიგიური მიმდინარეობის წარმომადგენელი ამ ცნებებს მაგალითად, ცნება „ჰუმანიზმს\" იყენებს ადამიანთა მოსატუებლად, ეჭვს არ იწვევს. ნუთუ განსხვავდებიან ისინი გველისაგან, რომელიც ეპარება ადამიანს, რათა დაგესლოს ის. სიყვარული, რომელიც შეისისხლხორცა ალლაჰის წმინდა შუამავალმა არავითარ შემთხვევაში არ უნდა აგვერიოს ცრუ, მოჩვენებით სიყვარულში. ისლამში სიყვარულის ცნება ისევე, როგორც სხვა ცნება გათანასწორებულია მიწიერსა და საიქიოს შორის.

ღრმად პატივცემულმა მუჰამმედმა, ალლაჰის შემწყნარებლობით, სამყაროში ყველა არსებას მიუძღვნა სიყვარული, მაგრამ, როგორც ჩვენ ავღნიშნეთ, მისი განუსაზღვრელი დიდსულოვნება და ღრმა შემწყნარებლობა, მხოლოდ წიგნის ფურცელზე არ დარჩენილა. პირიქით, მან უმოკლეს დროში სიღრმისეულად განახორციელა მათ ცხოვრებაში დიდსულოვნება და შემწყნარებლობა. არ ჰქონია ჩვენს შუამავალს არც ერთი ჩანაფიქრი, რომელიც არ ყოფილიყო პრაქტიკულად განხორციელებული. ყველაფერში ის ქმედითი ადამიანია.

ალლაჰის წმინდა შუამავალი მოევლინა სამყაროს, უზომო შემწყნარებლობის მქადაგებლად. ის არის მაჰმალულ - აზბულმავრუდი - ე.ი. წყარო მაცოცხლებელი წყლისა, ყოველი ვინც ჩაუშვებს შიგ თავის ჭურჭელს მიიღებს შემწყნარებლობას, ხოლო ვინც მისი ხელიდან იგემებს ცოცხალ წყალს, მიიღებს სულიერ უკვდავებას.

ეჰ! ნეტავ ამ წყაროსთან შეკრებილებმა, რომ იცოდნენ ზეციდან ბოძებული, ეცოდინებოდათ მისი ფასი, ჩვენი ნათქვამი აბსტრაქტული, რომ არ მოგეჩვენოთ, მოვიყვანოთ რამდენიმე ნიმუში. საწყისისათვის ყურადღება მივაქციოთ შემდეგ გარემოებას: იმ ადამიანებიდან, რომლებიც აღწევენ წარმატებას გარკვეულ პროფესიაში, სხვა სფეროებში საგრძნობლად ჩამორჩებიან.

ასე მაგალითად: რომელიმე მხედარმთავრი ან მეომარი, რომელიც წარმატებულია საომარ ქმედებაში, უმეტეს შემთხვევაში მას არ შეუძლია მგრძნობელობისა და შემწყნარებლობის გამოვლინება, მწყემსის დონეზეც კი. უმეტესად კი რამდენადაც ეს ადამიანი მიჩვეულია მოკვლას, ის, საერთოდ, ბუნებით არ შეიძლება იყოს გულმოწყალე, რამეთუ განსაზღვრულ დონეზე მისი გრძნობა დაბლაგვებულია. მას გულთან ახლოს არ მიაქვს ადამიანის სიკვდილი. პოლიტიკოსი წარმატებულია პოლიტიკაში, მაგრამ ხშირად ამჟღავნებს უპატივცემულობას ადამიანთა უფლებების მიმართ. ე.ი. წარმატებულია ერთში, მაგრამ კარგავს სამართლიანობას და კეთილშობილებას. რაღაცაში აღწევს მწვერვალს, მაგრამ სადღაც „ფსკერისაკენ ეშვება\". ადამიანი დაამებული პოზიტიურობის თათებში, რომელიც ცდილობს შეამოწმოს ყველაფერი გამოცდილებით, სულიერ ცხოვრებაში ვერ შესძლებს გადააბიჯოს ნულოვან ზღვარსაც კი. გვხდებიან ისეთებიც, რომლებიც გონებით მაღლდებიან - ევერესტის მსგავსად, მაგრამ მათი სულიერი დონე შეესაბამება მკვდარ ზღვას.

რამდენი ადამიანი უკავშირებს ყველაფერს მატერიას და მხოლოდ იმას, რასაც ხედავს. გულწრფელი ლოგიკიდან გამომდინარე, ისინი ან გულუბრყვილონი ან სულიერად განუვითარებელი არიან. ზემოთქმულიდან გამომდინარე ზოგიერთ ადამიანში არ არის ჰარმონიულობა. სანამ ვითარდება ერთი თვისება, სხვა, უფრო მეტად მთავარი ბლაგვდება, მაგრამ ალლაჰის შუამავალი ჰარმონიულია. ის მეომარია, მაგრამ გულმოწყალე, ის პოლიტიკოსია, მაგრამ მართალი და კეთილშობილი. ის არ უარყოფს გამოცდილების მნიშვნელობას, მაგრამ ამავე დროს სულიერ სიმაღლეზე დგას.

არ დარჩენილა არანაირი ბოროტება მექის გამარჯვებამდე, რომლებიც მტრებს არ მიეყენებინათ მათთვის. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ბოიკოტს გიცხადებენ. საკუთარი სახლიდან გაგდებენ, გართმევენ თავშესაფარს, გტოვებენ უდაბნოს შუაგულში. შემდეგ ქააბის კედელზე ჰკიდებენ შხამის მფრქვეველ განცხადებას, რომელიც იუწყება: „იმ ადამიანებთან, რომლებიც ჩვენ გავდევნეთ, აკრძალულია ვაჭრობა და ქორწინება\". ასეთ მძიმე პირობებში გამყოფებენ უდაბნოში სამ წელიწადს, ახლობლებსაც არ ძალუძთ თქვენი შველა. თქვენ ბრძოლობთ არსებობისათვის, საზრდოობთ ბალახითა და ფოთლებით. ბავშვები და მოხუცები იღუპებიან შიმშილით, მაგრამ ვერავისში ვერ ხედავთ კეთილშობილების ვერც ერთ წვეთს. შემდეგ კი იქნებით განდევნილი სამშობლოდან სხვა ადგილას, მაგრამ იქაც ვერ ჰპოვებთ სიმშვიდეს, რადგან ყოველდღე საფრთხეს მოელით. შემდეგ უხუდისა და ჰანდაქის ბრძოლებში შეეჭიდებით მტერს სასიკვდილოდ, მაგრამ მაინც ვერ ჰპოვებთ სიმშვიდეს. თქვენ ჩამოგერთმევათ ქააბაში ლოცვის უფლებაც კი - თქვენი ყველაზე ბუნებრივი უფლება. მიიღებთ რა უმძიმეს პირობებს, თქვენ დაბრუნდებით უკან, ალლაჰი გაიღებს თქვენზე მოწყალებას. თქვენ წარუძღვებით უზარმაზარ ჯარს, აიღებთ მექას და გახდებით მისი მბრძანებელი. როგორიღა იქნება თქვენი დამოკიდებულება ამ ხალხის მიმართ? შეძლებთ კი უთხრათ მათ: წადით თქვენ თავისუფალი ხართ და არ განისჯებით? საეჭვოა, რთული წარმოსადგენია, მგონი ბევრი დამეთანხმება, მაგრამ ალლაჰის წმინდა შუამავალი ცხენზე დეზის კვრით, აბჯარ ასხმული შევიდა ქააბაში, განსაკუთრებული შემწყნარებლობით, ის შეეკითხა მექქელებს: „რას ელოდებით ჩემგან?\" მათ ერთხმად უპასუხეს: „შენ კეთილშობილი, უკეთილშობილესის ძე ხარ\". თქვენგან შეიძლება მოველოდეთ მხოლოდ სიკეთეს და ისევ, როგორც ერთ დროს ღრმად პატივცემულმა იუსუფმა, მიმართა თავის ძმებს: „დღეს არავინ განგიკითხავთ, და ეს გაპატიოთ ალლაჰმა, ის გულმოწყალეა მოწყალეთა შორის\".

როგორც უკვე ავღნიშნეთ ალლაჰის წმინდა შუამავალი ისეთ მოწყალებას განასახიერებდა, რომლითაც საზრდოობდნენ მორწმუნეები, არამორწმუნენი და ფარისეველნი. მორწმუნენი ჰპოვებდნენ მასში სიკეთეს ვინაიდან თქმულა: „წმინდა შუამავალი უფრო ახლოა მორწმუნეებთან, ვიდრე ისინი თავიანთ თავთან\". ყურანის განმმარტებელნი ამას ასე ხსნიან: „ალლაჰის შუამავალი უფრო ძვირფასია მორწმუნეთათვის, ვიდრე მათი სულები\". ორივე გამონათქვამი ახლოსაა ერთმანეთთან. ჩვენ გვიყვარს ის ჩვენს თავზე მეტად, ალლაჰის შუამავალი კი მათ უსაზღვრო სიყვარულზე, სიყვარულითვე პასუხობს - ვინაიდან ის ყველაზე კეთილშობილი ადამიანია. ეს სიყვარული გონივრული და ლოგიკურია. მას გააჩნია ემოციური მხარეც, მაგრამ მასში ჭეშმარიტება და ლოგიკა უფრო სჭარბობს.

თუ კი ვიქადაგებთ ამ სიყვარულით, ის ადამიანში ყველგან გაიდგამენ ფესვებს და სადაც მეჯნუნი ეძებდა თავის ლეილას, ადამიანი დაუწყებს ძებნას რესულულლაჰს და ამ სიტყვის ქართული შესატყვისია მოსაძებნი. ყოველი მისი სახელის ხსენებაზე ყელში შეიგრძნობთ გუნდას და ცხოვრება უმისოდ სატანჯველ განშორებად გადაიქცევა.

ის ამბობს: „მე მორწმუნეებთან მათზე უფრო ახლოს ვარ\". სურვილისამებრ წაიკითხეთ აიათი: „შუამავალი უფრო ახლოა მორწმუნეებთან, ვიდრე ისინი თავიანთ ქმრებთან და დედებთან\" (წმ. ყურანი 33. 6). ის განაგრძობს ქადაგებას: „ვინც დატოვებს მის შემდეგ ქონებას, ის ერგება ნათესავებს, მაგრამ ვინც დატოვებს ვალს - ეს ჩემზეა\".

მიწიერ და საიქიო ცხოვრებაშიც, ის მეტად ახლოა მორწმუნეებთან, ვიდრე ისინი თავიანთ თავთან. ალლაჰის შუამავალი წარმოადგენს მათთვის წყალობას და ეს თვისება მარადიულია. ის ფარისეველთა რწმენაშიც-მოწყალეა. ამ უდიდესი წყალობის მიზეზით, დედამიწაზე ისინი არ ჩავარდნილან სატანჯველში. ეს ადამიანები მოდიოდნენ მეჩეთში, იმყოფებოდნენ მორწმუნეებთან და სარგებლობდნენ მუსლიმანთა შორის თანასწორუფლებიანობით. ალლაჰის შუამავალს არ უნახავს ისინი. მან იცოდა თითოეულის ბუნებრივი სახე და კიდეც დაუსახელა მათი სახელები ღრმადპატივცემულ ჰუზაიფეს.

ამასთან ერთად ისლამი ვერ ხედავდა მათ, ისინი რჩებოდნენ მორწმუნეთა შორის და მათი გულწრფელი ურწმუნოება შეირყა. ამიტომ მიწიერი ბედნიერება მათ უბედურებად ექცათ, რამეთუ მორწმუნე ადამიანს არ შეუძლია მიწიერი სიამოვნება მიიღოს, თუკი ის სიკვდილის შემდეგ გაქრება. მაგრამ, როდესაც მათი ურწმუნოება იქამდე შეიცვალა ეჭვებით, რომ მათ თქვეს: „შესაძლოა არსებობდეს საიქიო\", ამის შემდეგ მათი ცხოვრება აღარ იყო ისეთი მწარე. ამ თვალსაზრისით ალლაჰის წმინდა შუამავალმა განსაზღვრული მნიშვნელობით მათთვის გაიღო მოწყალება და უღმერთოებმაც ისარგებლეს შუამავალის წყალობით, რადგან, ვინც უგზავნიდა მთელ კაცობრიობას უზენაეს სასჯელს, მათი ურწმუნოებისა და ჩადენილი ცოდვების გამო, წმინდა შუამავალის მიერ მიღებული ქადაგებით აპატია მათ. ეს კი უდიდესი წყალობაა უღმერთოთათვის დედამიწაზე. ამ მიზეზით უზენაესი მიმართავს თავის საყვარელ შუამავალს „ალლაჰს არ სურს მათი დასჯა, სანამ შენ მათთან ხარ, რამეთუ ისინი ლოცულობენ მიტევებისათვის\" (წმ. ყურანი 8).

წმინდა შუამავლის გამო ალლაჰმა შეუწყვიტა ხალხს სატანჯველის გამოგზავნა. წმინდა შუამავალი ისა (იესო) ამბობს: თუკი აწამებ მათ, (შენი ნებაა), უეჭველად, ისინი შენი მსახურნი არიან, ხოლო თუ შეინდობ მათ, (ნება შენია), რამეთუ შენა ხარ ძლიერი, ბრძენი. (წმ. ყურანი 5:118). ალლაჰი ხაზგასმით იუწყება წმინდა შუამავალის მნიშვნელობას და მიმართავს მას: „სანამ შენ მათ შორის ხარ, ალლაჰი არ წარმოგზავნის მათზე სატანჯველს\".

სანამ შენ, ღრმადპატივცემულო მუჰამმედ, ცხოვრობ ხალხის გულში, ალლაჰი არ წარგზავნის მათზე წამებას. სანამ შენ ახსოვხარ დედამიწაზე, შენს სახელს წარმოთქვამენ მათი ბეგები და თავს ხრიან შენს წინაშე, ალლაჰი არ გაანადგურებს მათ\". უღმერთოსაც შეუძლია მიიღოს სარგებელი ალლაჰის წმინდა შუამავლიდან, თუ იცის მისი ჭეშმარიტი წარმონათქვამი: „მე არა ვარ მოვლენილი მაწყევრად, არამედ ვარ მოვლენილი სამოწყალოდ\". ის მოვიდა როგორც ალლაჰის მოწყალება ყველასათვის. აი, ამიტომაც ალლაჰის შუამავალი ყოველთვის უსურვებდა გადარჩენას ისლამის უდიდეს მტერსაც კი და ამისათვის ძალას არ იშურებდა.

ალლაჰის შუამავალის მოტანილი ნათელით ისარგებლა თვით ჯებრაილმაც. ერთხელ წმინდა შუამავალმა ჰკითხა მას: „არის კი ყურანში წყალობა შენთვის?\" ჯაბრაილმა უპასუხა: დიახ, რესულულლაჰ, ვინაიდან მეც არ ვიყავი დარწმუნებული ჩემს დასასრულში, მაგრამ როცა წავიკითხე აიათი „მათვის ვინც მორჩილია და ვინც მოიმედეა\" (წმ. ყურანი 8:33) მე განვიცადე სიმშვიდე და თავდაჯერებულობა. სხვა ჰადისში ალლაჰის წმინდა შუამავალი გვეუბნება: „მე ვარ მუჰამმედი მე ვარ ახმედი, მე ვარ მუქაფი, მე ვარ ჰაშირი, ჩემს შემდგომ იქნება მკვდრეთით აღდგომა, ჩემსა და აღდგომილთა შორის არ იქნება სხვა შუამავალი\". ალლაჰი შეკრებს ხალხს ჩემს გარშემო, მე ვარ წმინდა შუამავალი მონანიებისა და მოწყალებისა\". მონანიების კარი ღიაა განკითხვის დღემდე. რამეთუ ალლაჰის წინაშე მონანიების უფლებები მოქმედებს ქვეყნის აღსასრულამდე.

თუ კი ის მტირალ ბავშვს დაინახავს, დაჯდება და მასთან ერთად იტირებს. არ დარჩება გულგრილი მკვნესავ დედასთანაც კი. აი, კიდევ ერთი ჰადისი წმინდა შუამავალ აბუ ჰურაირის მიერ გადმოცემული: „მე ვდგები ნამაზზე და მინდა დიდხანს ვემსახურო მას, შემდეგ მესმის ბავშვის ტირილი. რამეთუ ვიცი დედობრივი გრძნობა, ვაჩქარებ ლოცვას და ვამთავრებ მას\". ეს კიდევ ერთი მაგალითია მისი უსაზღვრო შემწყნარებლობისა.

ალლაჰის წმინდა შუამავალი ლოცულობს დიდხანს. დამატებითი ნამაზი იყო მისთვის ისეთი ხანგრძლივი, რომ საჰაბეებს (თანამზრახველებს) უჭირდათ მისი ატანა. ის დგებოდა ლოცვად იმ განზრახვით, რომ სრულიად შეესრულებინა, მაგრამ ბავშვის ტირილის გაგონებაზე, აჩქარებდა მას. ვინაიდან ამ ლოცვის დროს ქალები წმინდა შუამავლის ზურგს უკან ლოცულობდნენ. ჩვენი მასწავლებელი ფიქრობდა, რომ ბავშვის დედა მეჩეთშია, აჩქარებდა ნამაზის ლოცვას და ამით ამშვიდებდა მათ.

წმინდა მუჰამმედ შუამავალი ძალზე სათუთად ეპყრობოდა თავის ბავშვებს. ის ხშირად მიდიოდა თავისი შვილის - იბრაჰიმის აღმზრდელის სახლში, უთავბოლოდ ეფერებოდა და დიდხანს კოცნიდა მას, როდესაც აკრა იბნ ჰაბისმა დაინახა, რომ წმინდა შუამავალმა ხელში აიყვანა ღრმად პატიცვემული ჰასანი და ჰუსეინი და მათ კოცნიდა. მან თქვა: „მე მყავს ათი შვილი, მაგრამ მე არასდროს მიკოცნია არცერთი მათგანისთვის\". ალლაჰის წმინდა შუამავალმა უპასუხა მათ: „არა არს მოწყალება მათთვის, ვინც არ არის მოწყალე\".

კიდევ ერთი ჰადისი გვამცნობს: „იყავით გულმოწყალენი მათთან, ვინც დედამიწაზეა, რომ შენი მოწყალე იყოს ის ვინც ზეცაშია\". მან კი ერთგულებით ასე უპასუხა: „თუ კი ალლაჰმა შენი გულიდან ამოიღო შემწყნარებლობა, მაშინ მე რა შემიძლია გავაკეთო\".

ალლაჰის წმინდა შუამავალი სავსე იყო სიყვარულითა და გულმოწყალებით, არა მარტო თავის ნათესავებთან, არამედ მეგობრებთან, ახლობლებთან და შორებლებთანაც.

მუყარრინის ტომიდან ერთ-ერთმა თავის მოსამსახურეს სცემა. ქალი ტირილით მივიდა ალლაჰის წმინდა შუამავალთან. შუამავალმა მოიხმო პატრონი და უთხრა: \"თქვენ სცემეთ ის უსამართლოდ, ან მიანიჭეთ თავისუფლება ან დატოვეთ იგი, დაე წავიდეს\". თუ კი ეს სასჯელი, ამ უსამართლობისათვის გადაიდება განკითხვის დღემდე, ის უფრო მძიმე იქნება.

წმინდა აიშა მოგვითხრობს:

 ერთხელაც საადი იბნ უბაიდი ავად გახდა. ალლაჰის წმინდა შუამავალი წავიდა მისი ერთგული მეგობრის მოსანახულებლად. მას თან ახლდა რამდენიმე საჰაბი. მწუხარე მდგომარეობაში ჩავარდნილი საად-იბნ-უბადის ხილვამ ისე შესძრა, რომ მან ვერ შეიკავა ცრემლები და ატირდა. მის კვალდაკვალ ატირდნენ სხვებიც. ეს ტირილი გაუგებარი, რომ არ ყოფილიყო მან თქვა: „ალლაჰი არასგზით არ დასჯის ცრემლისთვის, გულისწუხისთვის, არამედ ის დასჯის მათ ჭორისთვის\".

შემდეგი დამამტკიცებელი საბუთი მისი შემწყნარებლობისა ეს არის ღირსება, რომელიც მან ობოლ ბავშვებზე მზრუნველობით გამოხატა. მან წარმოთქვა: „მე და ობლებზე მზრუნველები სამოთხეში, ასე ვიქნებით\".

მისი შემწყნარებლობა ვრცელდებოდა ცხოველებზეც.

ერთ-ერთი ლაშქრობისას, შესვენების დროს, რამდენიმე საჰაბმა დაინახეს რა ჩიტის ბუდე, ამოიყვანეს იქედან ბარტყები და მათით ერთობოდნენ. ამ დროს მოფრინდა დედა ჩიტი და სასოწარკვეთილმა დაიწყო გარშემო საჰაბეების ფრენა. ალლაჰის შუამავალი ძალიან გაბრაზდა და უბრძანა მათ დაუყონებლივ ჩაესვათ ბარტყები თავის ბუდეში. მისი მოწყალება ცხოველებსაც ჰყოფნიდათ.

ალლაჰმა ერთ-ერთი შუამავალიც კი გაასამართლა ერთხელ, ნებით თუ უნებლეთ, ჭიანჭველების ბუდის დაწვისათვის, რისთვისაც დაისაჯა იგი ალლაჰის მიერ.

შესაძლებელია, რომ ამგვარი მოვლენების შესახებ გადმოცემიების მატარებელი, მიუხედავად მისი შემწყნარებლობისა და ალლაჰის წყალობისა, მოქმედებდეს სხვაგვარად? მოგვიანებით კი მისი აზრიდან გამოვლენ ისეთები, ვისაც დაუძახებენ: „ბატონს, რომელიც ჭიანჭველას არ დაადგამს ფეხს\". ან ისინი ფეხებზე იკიდებენ ზანზალაკებს, რომ წვრილმა არსებებმა ხმა გაიგონონ, გაეცალონ, და არ მოექცნენ მათ ფეხებში. ღმერთო! როგორი ღრმა და ყოვლისმომცველია შენი გულმოწყალება, ჭიანჭველებიც კი არ არიან გამორიცხულნი შენი მოწყალების წრიდან. შეუძლიათ კი ასეთ ხალხს, რომლებიც ჭიანჭველასაც არ ადგამენ ფეხს, მოექცნენ უსამართლოდ სხვა ადამიანებს? არა ისინი შეგნებულად არავის მიაყენებენ ზიანს.

ერთხელაც, როდესაც ის იყო მინეში, ქვებს შორის ხვრელიდან გამოძვრა გველი. ღირსეული საჰაბეები დააცხრენ მას, მაგრამ გველმა შეძლო გაქცევა. ალლაჰის შუამავალმა, რომელიც შორიდან უცქერდა მათ თქვა: „ის გადარჩა თქვენი სიბოროტისაგან, თქვენ კი მისგან?\" წმინდა შუამავალმა ბოროტებად შერაცხა ის განზრახვა, რაც ამ დროს საჰაბეებს ამოძრავებდა. რამეთუ გველსაც თავისი ადგილი აქვს ამ სამყაროში. ყოველი ასეთი გაუმართლებელი სიკვდილი, დააღრვევს ეკოლოგიურ წონასწორობას და შეუვსებელ ზარალს. მწერების განადგურება სოფლის მეურნეობის წარმატებისათვის, დანაშაულია, ეკოლოგიური კანონზომიერების წინაშე. საკვირველია, რომ ჩვენ დროში მსგავსი რამ მეცნიერების სახელით ხდება.

იბნ-აბასსი მოგვითხრობს: „ჩვენ ალლაჰის წმინდა შუამავალთან ერთად მივდიოდით სადღაც, ერთმა კაცმა დააბა ცხვარი და მის თვალწინ დაიწყო დანის ლესვა, „შენ გინდა ის რამდენჯერმე მოკლა?\"- შეეკითხა მას ალლაჰის შუამავალი. ნუთუ ამ სიტყვებში არ ჟღერს სამართლიანი განსჯა?

მოგვითხრობს აბდულაჰ იბნ ჯაფარი: „ერთხელაც ალლაჰის შუამავალი, რამდენიმე საჰაბეებთან ერთად, ბაღში შევიდა. ბაღის ერთ კუთხეში იდგა მეტისმეტად გაძვალტყავებული აქლემი, რომელმაც დაინახა რა ალლაჰის შუამავალი, ტირილი დაიწყო. ორთავ სამყაროს წინამძღოლი მაშინვე გაემართა მისკენ. შემდეგ კი მისი პატრონი ძალზედ მკაცრად გაკიცხა და დასაჯა, რომ შემდგომში უკეთ მოევლო ცხოველისთვის.

სრული შემწყნარებლობა გაცილებით ბევრია ვიდრე სიყვარული და სიბრალული, რომელზედაც ასე ბევრს საუბრობენ ჩვენი დროის ჰუმანისტები. ალლაჰის შუამავალს ყოველთვის შეეძლო დაეცვა თავისი ყოვლისმომცველი მოწყალება, ყოველგვარი გადამეტებისაგან და თავისი შორსმჭრეტელობის წყალობით, არასდროს არ ვარდებოდა უკიდურესობაში.

დიახ, ის არასდროს ურიგდებოდა ბოროტებას და არ ქმნიდა მოთხოვნილებების საფარქვეშ ცოდვების ორანჟერეას. ის ძალზე კარგად აცნობიერებდა, რომ შემწყნარებლობიდან გამომდინარე მოთმინება, „შავი გულის\" მქონე დამნაშავე ადამიანადმი, ათასი უდანაშაულო ადამიანის უფლებათა ხელყოფას ნიშნავდა. სამწუხაროდ უნდა ითქვას, რომ ჩვენს დროში უსამართლობა უფრო მეტია, ვიდრე ძველ დროში. თუ კი სიყვარული და შემწყნარებლობა არ იქნება გამოყენებული საკეთილდღეოდ, ას გამოუსწორებლად აისახება ადამიანის პირად უფლებებზე. ალლაჰის წმინდა შუამავალზე საუბრისას არც ერთ ასეთ შემთხვევაზე მივუთითებთ.

მას უყვარდა ადამიანები თავგანწირვამდე, ამის მტკიცებულება კი ისაა, რომ ყურანი მოუწოდებდა მას ზომირებისაკენ. ყურანი ამბობს: „თითქოს და შენ მზად ხარ სიმწრისაგან მოიკლა თავი მათ მსგავსად, თუ კი ისინი ირწმუნებენ ამ წერილს\" (18:6).

გონიერი იყო მისი მოთმონება, რამდენი მწვერვალი ჩანდა გადაულახავი, მაგრამ მოთმინების წყალობით დაპყრობილი იქნა. აისბერგის მსგავსად - რამდენი გული, რამდენი გაყინული სული გაალღვო მოთმინების მზემ და მოიპოვა შვება. ნუთუ შეეძლოთ მიეღოთ ისლამი აბუ სუფიანს, იქრიმს და სხვა დანარჩენს, რომ არა მისი მოთმინება და გამძლეობა.

დიახ, ის არის მსოფლიო მოწყალება

ბიოგრაფიულ ცნობებში მოიპოვება ყოველმხრივი აღწერა ალლაჰის წმინდა შუამავლისა. რამდენადაც იყო ის ფიზიკურად სრულყოფილი იმდენად იყო სულიერად ამაღლებული. წმინდა ალი წმინდა მუჰამმედ შუამავალს ასე იხსენებდა: „ალლაჰის შუამავალი უგულუხვესი იყო ადამიანთა შორის, გულით კი ყველაზე გულისხმიერი, სიტყვით - ყველაზე სამართლიანი. ის ისე ბუნებრივად საუბრობდა და იქცეოდა, რომ მის გვერდზე არასოდეს უხერხულად არ იგრძნობდი თავს. პირიქით თითქოს მეგობრის გვერდით იჯექთ\".

ბოლოს განახლდა ( 29.04.2006 )
 
წინა პუნქტი   შემდეგი პუნქტი