ფეთჰულაჰ გიულენი: საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ახალი წელი მიულოცა მთელ საქართველოს

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ახალი წელი მიულოცა მთელ საქართველოს

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ახალი წლის შემოსვლამდე რამდენიმე წუთით ადრე მთელ საქართველოს მიულოცა დამდეგი ახალი წელი.

მთავარი გვერდი
The Light Publishing
ქრონოლოგია ბეჭდვა ელ-ფოსტა
მომხმარებლის რეიტინგი: / 8
ღარიბულისაუკეთესო 
დაიწერა fgulen.com   
29.04.2006
1941 დაბადების წელი
ფეთხულლაჰ გიულენი დაიბადა 1941 წლის 27 აპრილს, თურქეთში, ერზურუმის ოლქის ხასანკალის რაიონის სოფელ ჰულლაჰ ქორუჯუქში.
1946 შევიდა სკოლაში.
1949 1949 - გადასვლა სოფელ ჰულლაჰალვარში და სწავლის გაგრძელება.
ვინაიდან მისი მამა გახდა სოფელ ჰულლაჰ ალვარის იმამი, ოჯახიც საცხოვრებლად გადავიდა ამ სოფელში, სადაც ცხოვრობდა გამოჩენილი მუსლიმანი მეცნიერი და ალვარის სუფიი ეფე.
1951 ყურანის შესწავლა,
არაბულ ენას ასწავლიდა მამა - რამიზ ხოჯა ეფენდი, დაასრულა ყურანის შესწავლა და გახდა ჰაფიზი (ე.ი. ყურანის ზეპირად მცოდნე და პროფესიონალურად მკითხველი)
1959 გადასვლა ქ. ედირბენში
წარმატებით ჩააბარა გამოცდები ვინაიდან იყო ჯარმოუხდელი, დაინიშნა მეორე იმამად უჩშერეფლი ჯამეში, სადაც იმუშავა 2 წელი და 6 თვე.
10.11.1961 სამხედრო სამსახური
ჯარში მსახური დაიწყო ანკარაში, მამაკის დასახლებაში. აქვე დაასრულა ჯარის პირველი პერიოდი.
1964 დაბრუნება ქ. ედირნეში.
სამხედრო სამსახურის დასრულების შემდეგ, ერთი წელი ცხოვრობდა ქ. ერზურუმში. შემდეგ დაბრუნდა ედირნეში და 1964 წლის 4 ივლისიდან დაინიშნა ყურანის მასწავლებლად მეჩეთ დარულჰადისში, აგრეთვე ამავე მეჩეთში ასრულებდა იმამის მოვალეობას (საზოგადოებრივ საწყისებზე) ფეთჰულლაჰ გიულენმა ჩამოაყალიბა კერძო წრეები, სადაც ატარებდა საუბრებს რელიგიურ საკითხებზე.)
31.07.1965 გადასვლა ედირნედან ქილქლარელში.
დაინიშნა მქადაგებლად ქ. ქილქლარელში.
11.03.1966 გადასვლა იზმირში.
დაინიშნა ღვთისმეტყველ-მქადაგებლად ქ. იზმირში. აგრეთვე საკუთარი ინიციატივით დაიწყო პედაგოგიური და საგანმანათლებლო პრაქტიკა ყურანის შემსწავლელ კურსებზე „ქესტანეფაზარში\".
18.02.1968 პირველი წასვლა ჰაჯობის მოსალოცად.
„ქესტანეპაზარიდან\" მიერ გაგზავნილი იქნა ჰაჯად, როგორც თურქეთის სასულიერო მმართველობის მაღალი თანამდებობის პირი. ეს მოხდა მისი პედაგოგად მუშსაობის პერიოდში.
1969 ადგილებზე გამართული საუბრები და ქადაგებანი.
1969 წელს დაიწყო შეხვედრები და საუბრები ხალხთან. აგრეთვე ქადაგებდა თურქეთის, ეჰეისის რეგიონის სხვადასხვა ოლქებში და რაიონებში
1971 საზოგადოება „ქესტანეფაზარიდან\" გასვლა.
1971 წლის 12 მარტის მემორანდუმამდე დატოვა თავისი თანამდებობა საზოგადოება „ქესტანეფაზარში\".
29.06.1974 დანიშნვა ქ. მანისაში
ქ. ედრემიტში სამსახურის შემდეგ (რომელიც გრძელდებოდა 2 წელი და 4 თვე) დაინიშნა მქადაგებლად ქ. მანისაში.
20.09.1974 ფეთჰულლაჰ გიულენის მამის გარდაცვალება.
რამაზნის თვის მესამე დღეს გარდაიცვალა ფეთჰულლაჰ გიულენის მამა რამიზ ეფენდი.
1975 ლექციები.
ჩაატარა ლექციები სხვადასხვა თემებზე: ყურანი და მეცნიერება, დარვინიზმის კრიტიკა, ახალი თაობა, სოციალური სამართლიანობა, შუამავლობა. ჩაატარა ლექციები იზმირში, ანკარაში, ჩორუმში, მალათიეში, დიარბექრში, ქონიეში, ანტალიაში, აიდინში და სხვა.
28.09.1976 1976 ქ. მანისიდან ბორნოვში (იზმირის რაიონი) გადასვლა.
ქ. მანისაში ორი წლის და სამი თვის მუშაობის შემდეგ გადაყვანილი იქნა ბორნოვში, სადაც დარჩა 1980 წლის 12 სექტემბრამდე.
1977 კონფერენციები საზღვარგარეთ.
1977 წელს კულტის მსახურის რანგში გაემგზავრა გერმანიაში, სადაც სხვადასხვა რაიონებში გამოდიოდა სიტყვით და ატარებდა კონფერენციებს.
26.08.1977 პირველი ქადაგება სტამბოლში.
თავისი პირველი ქადაგება სტამბოლში წაიკითხა იენი ჯამეში (ემინონიუს რაიონი). ქადაგების თემა იყო „მუსლიმანებში თვითჩამოყალიბების, თვითაღზრდის აუცილებლობა\"
09.091977 მეორე ქადაგება სტამბოლში.
მეორედ იქადაგა სულთანახმედში (თურქეთის ერთ-ერთი დიდებული მეჩეთი). მსმენელებს შორის იყვნენ: იმ დროინდელი პრემიერ-მინისტრი სულეიმან დამირული და საგარეო საქმეთა მინისტრი იჰსან საბრი ჩაგლაიანგილი.
1979 ჟურნალ „სიზინთში\" მუშაობა.
ჟურნალის პირველი ნომერი გამოვიდა 1979 წლის აპრილში. ამ ნომერში დაიბეჭდა ფეთჰულლაჰ გიულენის პირველი სტატია სათაურით „ახალშობილი, რომელიც შეაჩერებს ამ ტირილს\".
05.09.1980 ქადაგება ქ. ბორნოვში და შეხვედრა სამშობლოს პარტიის ლიდერთან თურგუთ ოზალთან.
12.091980 1980 წლის 12 სექტემბრის სამხედრო გადატრიალებამდე, ფეთჰულლაჰ გიულენმა ჩაატარა ბოლო ქადაგება, თან მეჩეთში შეხვდა თურგუთ ოზალს.
25.11.1980 დანიშნვა ჩანაქქალეში
მიუხედავად იმისა, რომ ფეთჰულლაჰ გიულენი დაინიშნა ქ. ჩანაქქალეში მქადაგებლად, ჯამრთელობის მდგომარეობის გამო ვერ შეუდგა მოვალეობის შესრულებას.
20.03.1981 ქადაგების შეწყვეტა.
სამხედრო გადატრიალების შემდეგ ქვეყანაში მკაცრი რეჟიმი დამყარდა. გართულებული პირობების გამო ფეთჰულლაჰ გიულენი გადადგა დაკავებული თანამდებობიდან (შეწყვიტა ქადაგება).
1985 მოგზაურობა ქვეყანის სხვდასხვა პროვინციაში.
მიუხედავად იმისა, რომ 1983 წელს ქვეყანაში თავისუფალი არჩევნები ჩატარდა, სამხედრო გადატრიალების კვალი წაშლილი არ იყო. ამ მიზეზის გამო ფეთჰულლაჰ გიულენი ვერსად ვერ აწარმოებდა ქადაგებას, მაგრამ მოგზაურობდა თურკეთის სხვადასხვა ქალაქებში. მოიარა ანატოლიის ბევრი ქალაქი. მოინახულა წაპრების მიწა - ახლათი.
12.01.1986 დაკავება ბოდრუმში.
დააკავეს ქალაქ ბოდრუმში, ძებნილად გამოცხადებულის საბაბით. დაკითხვების შემდეგ გაანთავისუფლეს.
06.04.1986 ქადაგება სტამბოლში მეჩეთ ბუიუკ ჩამლიჯაში.
ექვსწლიანი პაუზის შემდეგ ფეთჰულლაჰ გიულენი პირველად ავიდა ტრიბუნაზე ქადაგების წასაკითხად. ეს მოხდა მეჩეთ ბუიუკ ჩამლიჯის გახსნის დღეს, მირაჯთან (ამაღლება) დაკავშირებით.
06.06.1986 ფეთჰულლაჰ გიულენის ჰაჯობაზე ყოფნის დროს მასზე გაიცა ბრძანება თურქეთიდან გაუსვლელობის შესახებ. მეგობრების დაჟინებული თხოვნის მიუხედავად (დარჩენილიყო მედინაში) ფეთჰულლაჰ გიულენი დაბრუნდა სამშობლოში, რათა დაემტკიცებინა თავისი უდანაშაულობა. სირიის გავლით ჩავიდა ქ. ქილისში, საიდანაც გადავიდა იზმირში და ჩაბარდა ხელისუფლებას. იგი აღიარეს უდანაშაულოდ და გაანთავისუფლეს.
01.07.1988 მუშაობა ჟურნალ „იენი უმითში\" (ახალი იმედი)
აღნიშნული ყოველკვარტალური გამოცემის პირველი ნომერი გამოვიდა 1988 წლის 1 ივლისს. პირველი ნომრის წამყვანი სტატია დაიბეჭდა სათაურით: „ახალი იმედის გულახდილ ატმოსფეროში\".
05.05.1992 პრეზიდენტის მონახულება აშშ-ში.
თურქეთის პრეზიდენტმა თურგუთ ოზალმა აშშ-ში კლინიკა „დალის მეთოდისტში\" გაიკეთა ოპერაცია. კლინიკაში პრეზიდენტი ინახულა ფეთჰულლაჰ გიულანმა.
28.06.1993 გარდაიცვალა ფეთჰულლაჰ გიულენის დედა.
ქალბატონი რეფია გიულენი გარდაიცვალა ქ. იზმირში 1993 წლის 28 ივნისს.
29.06.1994 \"მწერლთა და ჟურნალისტთა ფონდის გახსნაში მონაწილეობა\"
ფეთჰულლაჰ გიულენმა მიიღო მონაწილეობა ფონდის გახსნის ცერემონიალში, რომელიც ორგანიზებული იყო სტამბოლის „დედემან\"-ში.
30.11.1994 პრემიერ-მინისტრის „თანსუ ჩილერის მონახულება.
ვიზიტი პრემიერ-მინისტრთან თანსუ ჩილერთან იყო შესრულებული მისი სურვილის შესაბამისად, რომელიც ატარებდა შეხვედრებს სხვადასხვა საზოგადოების წარმომადგენლებთან.
23.01.1995 \"ინტერვიუ გაზეთებ „ხურიეტ\"-თან („თავისუფლება\") და „საბახ\"-თან („დილა\").
ინტერვიუ ჩაატარეს ხურიე აქმანმა („საბახი\") და ერტუგრულ ოზკოკმზ (\"ხურიეტი\"). ჟურნალისტებთან საუბარში შეეხენ ისეთ თემებს, როგორიცაა: თურქეთის თანამედროვე მდგომარეობა, შეხვედრა თურქეთის პრემიერ-მინისტრთან თანსუ ჩილერთან, ისლამი, პოლიტიკა, ქალთა უფლებები, განათლება.
11.02.1995 \"მწერლთა და ჟურნალისტთა ფონდის მიერ ორგანიზებულ ვახშამში მონაწილეობა, რამაზანის თვის შესახებ\".
წვეულ ვახშამს, რომელიც გაიმართა 1995 წლის 23 თებერვალს, ხუთშაბათს ჟურნალისტების და მწერლების ფონდის მიერ, დიდი რაოდენობით ესწრებოდნენ პოლიტიკური მმართველობისა და საუნივერსიტეტო წრეების განთქმული პირები. ფეთჰულლაჰ გიულენმა ყველა იქ მყოფს მიმართა ფონდის სახელით.
20.03.1995 „შეხვედრა ბიულენტ ეჯევიტთან\"
ფეთჰულლაჰ გიულენმა ვიზიტით ეწვია მემარცხენე დემოკრატიული პარტიის ლიდერს ბიულენტ ეჯევიტს. ამ შეხვედრაზე, რომელმაც ეჯევიტის სიტყვების მიხედვით, ჩაიარა ძალიან შინაარსიანად, შედგა საუბარი ისეთი საკითხების ირგვლივ, როგორიცაა; რელიგია, მეცნიერება და ფილოსოფია.
10.05.1995 ჰიქმეთ ჩეთინთან თავაზიანი ვიზიტი\"
ფეთჰულლაჰ გიულენმა შეხვდა მინისტრის ჰიქმეთ ჩითინს, ყურბან-ბაირამის დღესასწაულის მეორე დღეს.
26.05.1995 ფეთჰულლაჰ გიულენის დაჯილდოება „თურქ ოჯაქლარის\" ფონდის მიერ.
09.06.1995 მეორე შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან თანსუ ჩილერთან.
თანსუ ჩილერმა და ფეთჰულლაჰ გიულენმა 1994 წლის შეხვედრის შემდეგ, მეორედ შეხვდნენ ერთმანეთს იზმირში. პრემიერ-მინისტრმა მიიღო მონაწილეობა კერძო ლიცეუმის „იამანლარ\"-ის გამოშვების დღესასწაულში, რისი დამთავრების შემდეგაც თ. ჩილერმა და ფეთჰულლაჰ გიულენმა ჩაატარენ შეხვედრა, რომელიც გრძელდებოდა 45 წუთს.
15.06.1995 \"შეხვედრა მესუტ ილმაზთან\".
ფეთჰულლაჰ გიულენმა ანკარაში მ. ილმაზთან შეხვედრის დროს დააფიქსირა თავისი აზრები ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის შესახებ.
03.07.1995 ინტერვიუ სახელმწიფო არხის ტრტ-ის „ათეშ-ხათთის\" (\"ცეცხლთა ხაზის\") პროგრამისათვის.
ფეთჰულლაჰ გიულენმა სტამბოლში „ათეშ-ხათთის\" სტუდიაში ჩაატარა ხანგრძლივი საუბარი, პროგრამის წამყვანთან რეჰა მუხთართან.
02.08.1995 ვიზიტი თურქეთის პარლამენტის თავჯდომარესთან ჰუსამედდინ ჯინდორუქთან.
ფეთჰულლაჰ გიულენმა მოინახულა პარლამენტის თავჯდომარე ჰუსამედდინ ჯინდორუქი მის სამუშაო კაბინეტში.
13.08.1995 ინტერვიუ გაზეთ „ზამან\"-თან („დროება\"), რომელიც შემდეგში იყო გამოქვეყნებული წიგნის სახით.
რეპორტაჟების სერიები თერთმეტი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა რეპორტაჟები ფეთჰულლაჰ გიულენის ცხოვრებისა და იდეალების შესახებ, აგრეთვე განხილული იყო რელიგიის, სუფიზმის, დოგმატიზმის, ფილოსოფიის, ლიტერატურის, პოლიტიკის საკითხები.
20.08.1995 ინტერვიუ გაზეთ „ჯუმჰურიეთი\"- სთან („რესპუბლიკა\")
ამ რეპორტაჟში, რომელიც იბეჭდებოდა 7 დღის განმავლობაში, მან გასცა პასუხი კითხვებზე, რომლებიც ეხებოდა რესპუბლიკის, სეკულარიზმის შარიათის, განათლების, დემოკრატიის და ქალთა თემებს.
14.09.1995 სამედიცინო გამოკვლევა
რომ გაეგო გულ-სისხლძარღვების უკმარისობის მიზეზი, რომელიც აწუხებდა ხანგრძლივი დროის განმავლობაში, ფეთჰულლაჰ გიულენმა გამოსაკვლევად საავადმყოფოში დაწვა.
19.09.1995 ბოსნიის ბავშვების სასარგებლოდ ორგანიზებულ ფეხბურთის მატჩზე დასწრება
მატჩი, რომელიც ორგანიზებული იყო ჟურნალისტთა და მწერლთა ფონდის მიერ, ჩატარდა ლოზუნგით „ყველაფერი ბოსნიის ბავშვებისათვის\". ამ ფეხბურთის შოუზე შემოსული სახსრებით ქ. სარაევოში (ბოსნია-ჰერცეგოვინა) აშენდა სკოლა. მარადონა და ფეთჰულლაჰ გიულენი უყურებდნენ ამ მატჩს გვერდიგვერდ მსხდომნი.
18.10.1995 \"მონახულება გაზეთ \"მილლიეთ\"-ის (\"ერი\")\"
1995 წლის 18 ოქტომბერს გაზეთ \"მილლიეთ\"-ის რედაქციაში მიწვევის დროს
მქონდა საუბარი ჟურნალისტებთან და გამომცემლებთან.
19.10.1995 ინტერვიუ ჰოლანდიის ერთ-ერთ ტელეარხთან.
ამ რეპორტაჟში მან უპასუხა კითხვებს, რომლებიც ეხებოდნენ მის ცხოვრებასა და მოღვაწეობას, აგრეთვე ისლამს და სეკულიარიზმს.
04.01.1996 ტოლერანტობისათვის ჯილდოს გადაცემის ცერემონიალში მონაწილეობა.
04.04.1996 შეხვედრა პატრიარქ ვარფალამეისთან
ფეთჰულლაჰ გიულენმა და მართმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა ვარფალამეიმ, რომლებმაც ბოლო წლის განმავლობაში ყურადღება დაუთმეს საზოგადო ტოლერანტობის საკითხებს, შეხვდნენ ერთმანეთს თბილ ატმოსფეროში და დაიწყეს დიალოგი მუსლიმანური და არამუსლიმანური საზოგადოების შესახებ.
18.04.1996 ტოლერანტობისათვის ტუასიკ ფონდის მიერ დაჯილდოვება
მრეწველობის თურქული ფონდის მიერ (ტუასიკის) მიერ „წლის პიროვნებების\" პირველი ჯილდოები იყო გადაცემული კერძო პირებზე (ფეთჰულლაჰ გიულენი) და ქ. ანკარაში სასთუმრო „დედემან\"-ში ცერემონიალის დროს სხვა ორგანიზაციებზე.
01.07.1996 აშშ-ში აიდინი მენდერსის მონახულება
ფეთჰულლაჰ გიულენ ხოჯა ეფენდიმ მოინახულა აშშ-ში სამკურნალოდ მყოფი თურქული პარლამენტის დეპუტატი აიდანი მენდერსი.
19.09.1996 ინტერვიუ განათლების თემაზე ჟურნალ „აქტუელ პარას\"-თან.
30.09.1996 \"ჟურნალისტთა და მწერლთა ფონდის დაარსების სამი წლის თავთან დაკავშირებულ სხდომაზე გამოსვლა\".
15.10.1996 ინტერვიუ ბულგარულ გაზეთ „შრომას\"-თან
ფეთჰულლაჰ გიულენმა ჟურნალისტებთან ერთად განიხილა საკითხები რომლებიც ეხებოდა თურქეთს და ბალკანებს.
03.11.1996 ინტერვიუ ტელეარხ „ვარნა\"-სთან (ბულგარეთი). პერიოდულ გამოცემებში გამოქვეყნების შემდეგ ბულგარეთის ტელევიზიის წარმომადგენლებმა ჩამოვიდნენ თურქეთში რათა გიულენისაგან აეღოთ ინტერვიუ. ფეთჰულლაჰ გიულენი, რომელსაც (ქვესათაურით „ასობით ხიდების ამშენებელი მასწავლებელი\") ქებით მოიხსენიებენ ქვეყნის ყველაზე მეტად კითხვადი გაზეზთები: „24 საათი\" და „შრომა\", იყო წარმოდგენილი „ვარნა\"-ს ტელევიზიის მიერ, როგორც პროექტის ინიციატორი კულტურისა და განათლების სფეროში.
08.11.1996 შეხვედრა ჟურნალისტებთან
ფეთჰულლაჰ გიულენმა 1996 წლის 8 ნოემბერს, შაბათს, ჟურნალისტებს გაუმართა სადილი და გასცა პასუხი მათ მრავალრიცხოვან შეკითხვებს.
08.11.1996 უნივერსიტეტ „ფათიხი\"-ს გახსნაში მონაწილეობა.
უნივერსიტეტ „ფათიხი\"-ს (ქ.სტამბოლში) გახსნა თურქეთის პრეზიდენტ სულეიმან დემირელის მონაწილეობით. გახსნას ესწრებოდნენ მრავალი ადამიანი პოლიტიკის, მეცნიერების და ბიზნესის წრეებიდან.
27.01.1997 ჟურნალისტთა და მწერალთა ფონდის შეხვედრის დამთავრებისას მოკრძალულ ვახშამში მონაწილეობა.
სასტუმრო „ჰილტონ\"-ის საგამოფენო დარბაზში ჟურნალისტების და მწერლების ფონდის მიერ გამართულ ვახაშამზე, რომლის ღირსეული თავჯდომარეა ფეთჰულლაჰ გიულენი, მან ერთად შეკრიბა სხვადასხვა სფეროს სახელგანთქმული მოღვაწეები.
23.02.1997 ჟურნალისტთა და მწერალთა ფონდის ფონდიდან ჯილდოს მიღება\"
იყვნენ გამოყოფილი თურქული სამყაროს სამსახურისათვის ჯილდოების მფლობელები, რომლებიც გადაიცემა მწერლების და ხელოვნების მუშაკების მიერ იმ პიროვნებებზე და ორგანიზაციებზე, რომლებმაც შეიტანეს თავისი წვლილი თურქული სამყაროს განვითარებაში.
ფეთჰულლაჰ გიულენი აგრეთვე ღირსეულად იყო დაჯილდოებული თურქეთის მსოფლიო ერთიანობაში ინტეგრაციის გზით განვითარებისათვის.
29.03.1997 S tv-ზე (ტელეარხი „ნათელი გზა\") „ჰაბერ კრიტიკის\" გადაცემაში მონაწილეობა
ფეთჰულლაჰ გიულენი იმყოფებოდა როგორც „ხაბერ კრიტიკი\"-ს პროგრამის სტუმარი, რომელიც გადიოდა ტელეარხ „სამანიოლ\"-ზე პირდაპირი ეთერით. მან გასცა პასუხი დოცენტ ოსმან ოზსოის და პროფესორ ქემალ ოქეის კითხვებს.
08.04.1997 თურქეთის სახალხო ნაციონალურ პარტიის ლიდერის ალფარსლან თურქეშის დაკრძალვის ცერემონიალში მონაწილეობა.
16.04.1997 ინტერვიუ ტელეარხ „D\"-სთან.
ფეთჰულლაჰ გიულენი გახდა „იალჩინ დოგანის\" და „აქტუალ\"-ის პროგრამების სტუმარი, რომელიც გადის ტელეარხ „D\"-ზე. პროგრამის თემა არის \"პოლიტიკური დაძაბულობა თურქეთში\".
30.05.1997 ინტერვიუ ჟურნალ „თაიმს\"-თან თურქეთში პოლიტიკური სიტუაციის შესახებ.
11.06.1997 ჯამრთელობის პრობლემებთან დაკავშირებით აშშ-ში გამგზავრება.
ჩაიტარა პროფილაქტიკური (კარდიოლოგიური) მკურნალობის კურსი შტატ ოჰაიოში.
10.08.1997 ფეთჰულლაჰ გიულენს რუსი მწერლებიდან მოუვიდა მოსაწვევი
ფეთჰულლაჰ გიულენი, რომელიც სამკურნალოდ იმყოფებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, რუსეთის მწერალთა კავშირმა მიიწვია რუსეთში.
11.08.1997 ინტერვიუ გაზეთ „მილლიეთ\"-თან პოლიტიკისა და ისლამის საკითხების შესახებ.
31.08.1997 ინტერვიუ გაზეთ „მილლიეთ\"-თან პოლიტიკური მოვლენების განვითარების შესახებ.
01.09.1997 მან გასცა პასუხი კორესპონდენტ იასემინ ჩორგარის კითხვებს, რომლებიც ეხებოდნენ თურქეთში თებერვალს მომხდარ 28 პოლიტიკურ კრიზისს,
03.09.1997 გასცა პასუხი კითხვებზე, რომლებიც ეხებოდნენ თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთის რეგიონების პრობლემებს.
04.09.1997 ინტერვიუ გაზეთ \"ზამან\"-თან.
გაზეთ „ზამან\"-ის ჟურნალისტთან ალი ასლანთან საუბრის დროს განიხილებოდა თემა „დასავლეთი და ნაციონალიზმი.
19.09.1997 კარდინალ ო'კონორთან შეხვედრა.
ფეთჰულლაჰ გიულენმა ნიუ-იორკში შეხვდა ერთ-ერთ კათოლიკ ლიდერს, კარდინალ ჯონ ო'კონორს, ცნობილ როგორც მამის იოან პავლე მეორეს \"მარჯვენა ხელი\" შეხვედრა ფეთჰულლაჰ გიულენის შეხვედრა კარდინალ ო'კონორთან, რომლებიც სარგებლობენ დიდი ავტორიტეტით, როგორც ამერიკის სახელმწიფოსთან, ასევე გაერთიანებუილი ერების ორგანიზაციასთან, ჩატარდა თბილ ატმოსფეროში.
30.09.1997 \"თურქეთში დაბრუნება\".
21.11.1997 განათლების სფეროში დამსახურებისათვის, თურქ „ეღიტიმ სენი\" - საგან (თურქეთის განათლების მუშაკების პროფკავშირისაგან) ჯილდოს მიღება.
21.11.1997 გიულენს ეწვივნენ ჯორჯ მოროვიჩი და მისი თანმხლები დელეგაცია.
ფეთჰულლაჰ გიულენს ეწვიენ ვატიკანის წარმომადგენელი სტამბულში მონსინიორ ჯორჯი მოროვიჩი, ძველ-სირიული კათოლიკური საზოგადოების მიტროპოლიტი იუსუფ ჩეთინი, სირიული კათოლიკების პატრიარქის მოადგილე იუსუფ საგი და ძველ-სირიული კათოლიკური საზოგადოების ეპისკოპოსი სამუელ აქდემირი.
25.12.1997 \"ჟურნალისტთა და მწერალთა ფონდის მიერ ორგანიზებულ \"ნაციონალურ თანხმობის\" საღამოში მონაწილეობა\"
ფეთჰულლაჰ გიულენმა მიიღო მონაწილეობა „ნაციონალური თანხმობის\" საღამოში, რომელიც გაიმართა 1997 ლის 25 დეკემბერს ჟურნალისტების და მწერლების მიერ.
13.01.1998 პროგრამაში „ოცდამეთორმეტე დღე\" ცისფერ ეკრანზე იყო გამოტანილი მისი ცხოვრება და მოღვაწეობა.
პროგრამის „ოცდამეთორმეტე დღის\" ერთ-ერთ ნაწილში იყო წარმოდგენილი გამოჩენილი ჟურნალისტის მეჰმეთ ალი ბირნადის მიერ მომზადებული დოკუმენტური ფილმი ფეთჰულლაჰ გიულენის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე.
22.01.1998 ჰოლდინგ „ალარკო\"-ს მიერ გამართულ ვახშამში მონაწილეობა.
23.01.1998 მუსლიმანურ დღესასწაულ რამაზან - ბაირამთან დაკავშირებით, მამა იოანე პავლე მეორესაგან შეტყობინების მიღება.
03.02.1998 ჟურნალისტთა და მწერალთა ფონდის სადღესასწაულო პროგრამაში მონაწილეობა.
09.02.1998 ვატიკანში მამა იოანე პავლე მეორესთან შეხვედრა.
მშვიდობის სახელით ვატიკანში მან ჩაატარა შეხვედრა, კათოლიკური სამყაროს ლიდერთან მამა იოან პავლე მეორესთან კონფესითა შორის დიალოგის თემაზე.
19.02.1998 გიულენს მშვიდობის სახელით ეწვია ეკლესიათა კავშირი.
როცა ყურეში ისმის ომის გამოძახილები, ფეთჰულლაჰ გიულენი სტამბოლში საერთაშორისო ეკლესიათა კავშირისაგან, სამი ადამიანის შემადგენლობის ღებულობ დელეგაციას, მშვიდობისათვის შუა აღმოსავლეთის ქვეყნებში.
25.02.1998 მთავარ რაბინთან ელიახ ბანკში დორონთან შეხვედრა.
ფეთჰულლაჰ გიულენმა ჟურნალისტების და მწერლების ფონდის სახელით შეხვედრა სევერატის მთავარ რაბინს ისრაელში ელიხ ბაკში დორონს.
27.02.1998 ინტერვიუ „NTV\"-ს ტელეარხთან.
ფეთჰულლაჰ გიულენმა ბევრ კითხვებზე გასცა პასუხი, მათ შორის რომლებიც ეხებოდნენ სეკულიარიზმს, პოლიტიკურ ისლამს, პაპთან შეხვედრა, სეკულარულ რესპუბლიკას და ათათურქს.
07.03.1998 წამყვანი რელიგიების ყრილობის მუშაობაში მონაწილეობა
09.03.1998 ამერიკელ ებრაელთა დელეგაციის მიღება.
ფეთჰულლაჰ გიულენის მიერ დაწყებული საქმე დიალოგისაკენ, არ იყო დამთავრებული. 1998 წლის 9 მარტს ფეთჰულლაჰ გიულენმა სტამბოლში მიიღო ამერიკელ ებრაელების საზოგადოების თავმჯდომარეების კონფერენციის დელეგაცია. სამი დღით თურქეთში ჩამოსული ებრაელი ლიდერების დელეგაცია მიიღეს: პრემიერ-მინისტრმა-მესუტ ილმაზმა, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ.-გენერალ ჩევიკ ბირმა, პარლამენტის თავჯდომარემ - ჰიქმეთ ჩეთინმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა ისმაილ ჯემმა.
19.03.1998 თურქ-2000\"-ს ფონდისაგან თურქული სამყაროს განვითარებაში
წვლილის შეტანისათვის ჯილდოს მიღება.
„თურქ-2000\"-ის ფონდმა თურქული სამყაროს განვითარებაში წვლილის შეტანისათვის დააჯილდოვა 20 ადამიანი. დაჯილდოებულთა შორის იყო აგრეთვე ფეთჰულლაჰ გიულენი.
05.04.1998 ინტერვიუ გაზეთ „მილლიეთ\"-თან.
ფეთჰულლაჰ გიულენმა გასცა პასუხი სხვადასხვა თემებთან დაკავშირებულ კითხვებს: რედიკალიზმიდან - სეკულარიზმამდე, ციხის დღეებიდან - 12 სექტემბრამდე, ქალზე ხელის არ ჩამორთმევიდან - ჰალსტუხის ხმარებაზე უარის თქმამდე, რელიგიაში რენესანსიდან - ტოლერანტობამდე და სიღარიბეში გატარებულ დღეებამდე.
18.04.1998 „თურქ ოჯაქლარი\"-საგან ჯილდოს მიღება.
26.04.1998 გაგზავნა შეტყობინება ელხ-ი ბეიტის (ყურულთაის) სახელზე.
ფეთჰულლაჰ გიულენმა 1998 წლის 26 აპრილს ჩატარებულ ყურულთაი ელხ-ი ბეიტს გაუგზავნა მისასალმებელი შეტყობინება.
06.05.1998 ინტერვიუ რუსეთის ტელეარხს „ORT\"-სთან\".
ამ რეპორტაჟში შეეხენ რუსეთ-თურქეთის ურთიერთობების თემას, ფეთჰულლაჰ გიულენის ცხოვრებასა და მოღვაწეობას.
18.05.1998 \"ინტერვიუ იტალიელ ჟურნალისტებტან რომის პაპ იოან პავლე მეორეს შეხვედრასთან დაკავშირებით\".
06.06.1998 ინტერვიუ ჟურნალ „აქსიონ\"-თან მის მიერ წამოყენებული მტკიცებულებების შესახებ.
ამ რეპორტაჟში იყო გაცემული პასუხები ბევრ კითხვებზე, რომლებიც ეხებოდა: რესპუბლიკურ წყობას თურქეთში, ათათურქს, განათლებას, დემოკრატიას, კაპიტალს, პოლიტიკურ ისლამს და სხვა.
21.06.1998 ინტერვიუ გაზეთ „რადიკალ\"-თან\".
ფეთჰულლაჰ გიულენმა გასცა პასუხი ავნი ოზგიურელის კითხვებს, რომლებიც ეხებოდა რადიკალიზმს და ქალთა დაცვას.
05.07.1998 „აბრეშუმის გზის\" ფონდის მიერ ჯილდოს მიღება.
14.01.1999 \"ინტერვიუ ჟურნალ \"აქტუელ\"-თან\".
21.03.1999 სამკურნალოდ აშშ-ში გამგზავრება.
ფეთჰულლაჰ გიულენმა კვირას 21 მარტს გაემგზავრა აშშ-ში, საავადმყოფოს მიწვევით, სადაც ის ადრეც მკურნალობდა.
18.06.1999 ფეთჰულლაჰ გიულენის შესახებ დამონტაჟებული კასეტის „ATV\" არხით ჩვენება.
გადაკეთებული კასეტის დემონსტრირების შემდეგ, რომელიც ეხებოდა ფეთჰულლაჰ გიულენს, დაიწყო ამსაქმის გამოძიება.
19.06.1999 \"ინტერვიუ ჟურნალ \"აქსიონ\"-თან \" მონტაჯირებულ კასეტასთან ატეხილ აურზაურის\" შესახებ\".
ფეთხულლახ გიულენმა გასცა პასუხი კითხვებზე კასეტასთან ატეხილ აურზაურის\" შესახებ\". (აურ-ზაური ატყდა ერთ დროს თურქეთში ტელეფონების არალეგალური მოსმენისათვის და ა.შ.)
22.06.1999 ინტერვიუ ტელეპროგრამის წამყვანთან რეჰა მუხჰართან კასეტაში აღმოჩენილი ფაქტების შესახებ.
01.12.1999 გააგზავნა შეტყობინება რელიგიური სამყაროს პარლამენტის სახელზე.
ფეთჰულლაჰ გიულენმა წარმოადგინა, ასევე რელიგიური სამყაროს პარლამენტის ყრილობის მოხსენება, რომელიც ჩატარდა კეიპტაუნში.
13.04.2000 \"გააგზავნა მიმართვა ავრაამული რელიგიის სიმპოზიუმზე\".
26.04.2001 ამერიკაში ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში გაიმართა კონფერენცია-მიძღვნილი ფეთჰულლაჰ გიულენის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე.
27.04.2001 დაჯილდოება დიდი დამსახურებისათვის განათლებისა და კულტურის სფეროში თურქეთის მწერალტა კავშირის მიერ\".
12.09.2001 გააკეთა განცხადება 2001 წლის 11 სექტემბერს მომხდარი ტერორისტული აქტის შესახებ.
31.03.2002 გულის უკმარისობის გამო ის იმყოფებოდა ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ.
19.06.2002 მიულოცა თურქეთის ნაციონალურ ნაკრებს 2002 წელს მეოთხედფინალურ მსოფლიო ჩემპიონატში გასვლა.
29.06.2002 მიულოცა თურქეთის ფეხბურთის ნაციონალურ ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატზე მესამე ადგილის დაკავება.
16.11.2003 სტამბულში იუდეურ სინაგოგებზე და ვულედიბიზე ტერორისტულ თავდასხმებთან დაკავშირებით გამოთქვა მწუხარება.
13.12.2003 2003 წლის 12 დეკემბერს აზერბაიჯანის ყოფილი პრეზიდენტის ჰაიდარ ალიევის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გააკეთა სამგლოვიარო განცხადება.
21.12.2003 2003 წლის 19 დეკემბერს ბოსნიისა და ჰერცეგოვინის ყოფილი პრეზიდენტის ალი იზზეტბეგოვიჩის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გაგზავნა სამგლოვიარ წერილი.
21.01.2004 ფეთჰულლაჰ გიულენს გაუკეთდა გულის ოპერაცია.
22.01.2004 საავადმყოფოდან გამოწერა.
ფეთჰულლაჰ გიულენი ოპერაციის შემდეგ, რომელივ ჩატარდა 2004 წლის 21 იანვარს, ოთხშაბათს და გრძელდებოდა, 24 საათს, საავადმყოფოში ყოფნის შემდეგ, 2004 წლის 22 იანვარს ხუთშაბათს იყო გამოწერილი.
29.03.2004 ინტერვიუ გაზეთ „ზამან\"-თან.
ავადმყოფობასთან დაკავშირებით აშშ-ში მყოფი ფეთჰულლაჰ გიულენმა ხუთი წლის შესვენების შემდეგ, პირველად ალაპარაკდა ნურიე აქმანთან ინტერვიუში, სადაც შეაფასა, როგორც თურქეთში, ასევე მსოფლიოში მომხდარი მოვლენები.
19.04.2004 გააგზავნა მილოცვა.
„თურქეთის ჟურნალისტთა და მწერალთა ფონდის მიერ ორგანიზებული მეშვიდე აბანთის სიმპოზიუმზე, ვაშინგტონში, ჯონი ხოპკინსის უნივერსიტეტთან თანამშრომლობაში.
13.05.2004 გააგზავნა მისალოცი შეტყობინება სიმპოზიუმზე „რელიგიები და მსოფლიო იმყოფება წმინდა მუჰამმედ შუამავალის აბრაამის თვალის მომჭრელი ბრწყინვალების ქვეშ\", ორგანიზებული კულტურული დიალოგის ბაქანის მიერ ქ.მადრინში\".
02.09.2004 ჩრდილო ოსეთის ქ. ბესლანის ტერაქტის ტრაგიკულ შედეგებთან დაკავშირებით გამოხატა მწუხარება.
01.11.2004 საერთაშორისო შეთანხმებისათვის და მსოფლიოში წვლილის შეტანისათვის ფეთჰულლაჰ გიულენის ყირგიზური სულიერი განვითარების საერთაშორისო ფონდის „რუხანიატ\"-ის მიერ პრემიით დაჯილდოება.
03.12.2004 „ბაქანი აბანტი\"-ს სხდომის მონაწილეებს გაუგზავნა მიმართვა, ორგანიზებული ბრიუსელში თურქეთის ჟურნალისტთა და მწერალთა ფონდის მიერ, ევროპარლამენტში განხილული საკითხი თურქეთის ევროკავშირში შესვლის შესახებ\".
08.01.2005 ინტერვიუ გაზეთ „მილლეთ\"-ის კორესპონდენტ მ.გიუმდენთან.
ფეთჰულლაჰ გიულენმა გასცა პასუხი სხვადასხვა თემებთან დაკავშირებულ კითხვებს: თურქეთის ევროკავშირში შესვლის პრობლემებიდან დაკავშირებულ მთავრობის მოღვაწების შეფასება, ირანის მდგომარეობიდან - შუა აღმოსავლეთის მოვლენებამდე, რელიგიური პლურალიმიდან მისი მხარდაჭერით განათლების მოძრაობის თავისუფლებამდე
ბოლოს განახლდა ( 23.02.2009 )
 
წინა პუნქტი