*

ფეთჰულაჰ გიულენი ყველაზე ინტელექტუალ თანამედროვე ადამიანთა შორის პირველ ადგილზეა

ჟურნალმა Aმერიკან Fორეიგნ Pოლიცყ –მა, რომელიც საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში მსოფლიოს პრესტიჟულ გამოცემათა შორისაა, ჩაატარა გამოკითხვა `ყველაზე ინტელექტუალი ასი თანამედროვე ადამიანი...

მთავარი გვერდი arrow ფიქრები arrow ახალი ათასწლეულის ზღურბლზე
The Light Publishing
ახალი ათასწლეულის ზღურბლზე ბეჭდვა ელ-ფოსტა
მომხმარებლის რეიტინგი: / 0
ღარიბულისაუკეთესო 
დაიწერა ფეთჰულაჰ გიულენ   
26.04.2006

ყოველ ახალ საუკუნეს და ათასწლეულს, ისევე, როგორც ყოველ ახალ განთიადს, მზის ამოსვლას ან გაზაფხულის დადგომას თან მოაქვს ახალი იმედები და აღნიშნავს ახალ საწყისს. ამასთან მიმართებაში, კაცობრიობა ხანგრძლივი დროის განმავლობაში მუდამ ეძებდა სიცოცხლის ახალ ნეპერწკალს, დილის სუფთა ნიავის ჩასუნთქვას. ე.ი. იმედოვნებდა და ისწრაფოდა ეპოვა ნათელი  ბნელის ნაცვლად, ისევე იოლად, როგორც ზღურბლზე ფეხის გადადგმა.

ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ თუ როდის გაჩნდა პირველი ქალი და მამაკაცი დედამიწაზე, რომელიც მასში ჩაქსოვილი ღვრთიური ხელოვნების წყალობით, თავისი ონტოლოგიური მნიშვნელობითა და ფასეულობებით, რაც უპირველეს ყოვლისა  მისი ძირითადი მობინადრეების - ადამიანებისაგან გამომდინარეობს, ზეცის ტოლფასია. თანამედროვე კალენდარის შესაბამისად, რომლითაც დღეს სარგებლობს კაცობრიობა, იესოს (ისას), (ს.ა.ს.) დაბადებიდან III ათასწლეულის ზღურბლზე დგას, მაგრამ რადგან დრო გელიკოიდეს მიხედვით მიდის, მსოფლიოში დროის მრავალი განზომილება არსებობს. საყოველთაოდ მიღებულ წელთაღრიცხვის შესაბამისად, ჩვენი სამყარო მალე შეაბიჯებს ახალ ათასწლეულში. იუდაისტური კალენდრის მიხედვით, ჩვენ მეორე ათასწლეულის მეორე ნახევარში ვიმყოფებით. ინდუისური წელთაღრიცხვით ჩვენ ხალი იუვას ერაში ვცხოვრობთ. თუ შევხედავთ მუსლიმანურ კალენდარს დავინახავთ, რომ მეორე ათასწლეულის პირველი ნახევრის ბოლოს ვუახლოვდებით.

ამასთან უნდა გვახსოვდეს, რომ ნებისმიერი წელთაღრიცხვა შედარებითია, ასე რომ მიუხედავათ საყოველთაოდ აღიარებული აზრისა, რომ ერთი საუკუნე - დროის პერიოდია, რომელიც ერთ ასწლეულს ითვლის. ჩვენ არ შეგვიძლია გვერდზე გადავდოთ აზრი საუკუნის, როგორც სამოცი წლის შესახებ, რომელიც ემყარება ადამიანის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობას. ამ თვალსაზრისით ჩვენ იესო შუამავლის (ს.ა.ს.) დაბადებიდან, მეოთხე, ხოლო ჰიჯრის შემდეგ მესამე ათასწლეულში ვიმყოფებით, რომელმაც დასაბამი მისცა მუსლიმანურ კალენდარს. მე ამ საკითხს სულიერი დისკომფორტის გამო ვსვამ, რომელიც გამოწვეულია ახალ ათასწლეულთან დაკავშირებული შემაშფოთებელი წინასწარმეტყველებით, რომელიც განსაკუთრებით ფართოდ დასავლეთ ევროპაში გავრცელდა.

ხალხი მუდმივი იმედით ცხოვრობს და ამიტომ ისინი იმედის შვილები არიან, ხოლო როდესაც ისინი კარგავენ მას, მასთან ერთად მათი სასიცოცხლო „ხანძარი\" ქრება ფიზიკური სიცოცხლის გაგრძელების შემთხვევაშიც კი. იმედი პირდაპირპროპორციულია რწმენისა. ისე როგორც ზამთარი წლის მხოლოდ ერთ მეოთხედს შეადგენს, ასევე მცირეა „ზამთრის\" პერიოდები ადამიანისა და საზოგადოების ცხოვრებაში. ღვთიური საქმენი სავსეა სიბრძნითა და მოწყალებით, ხოლო რამდენადაც ყოველ ახალ წელს ახალი იმედი მოაქვს - იმედი გაზაფხულისა და ზაფხულის დადგომისა, იმდენად მოკლეა სიდუხჭირის პერიოდები ცალკეულ ადამიანთა ცხოვრებაში და მთელი ქვეყნის ისტორიაში, მაგრამ მათ მუდამ ცვლის პერიოდები, რომლებიც სავსეა სიხარულითა და ბედნიერებით.

„ღვთიურ დღეთა\" ეს წრებრუნვა, რომელიც „ღვთიური სიბრძნისაგან\" იღებს დასაბამს არ იწვევს შიშსა და პესიმიზმს იმათში, ვისაც ძალუძს გაიგოს და ჩაწვდეს ამ სიბრძნის არსს. ის უფრო მუდმივი ფიქრის წყაროს წარმოადგენს, წყაროს მოგონებისა და მადლიერებისა მათთვის, ვისაც სიკეთით სავსე გული აქვს, ვისაც აქვს ნიჭი გრძნობისა და შინაგანი აღქმისა, ისევე, როგორც ღამის გულში დღე იბადება და ზამთარი დასაბამს აძლევს გაზაფხულს, ასევე ადამიანის გული განიწმინდება ამ წრებრუნვის წყაროებით, ვითარდება და მოაქვს სასურველი, ადამიანებისადმი ღმერთის მიერ ბოძებული ნაყოფი. ნიჭი ვითარდება და ტალანტად გარდაიქმნება, მეცნიერება იფურჩქნება, როგორც ვარდი და დროთა განმავლობაში ტექნოლოგიას ერწყმის, ხოლო კაცობრიობა თანდათან უახლოვდება მისთვის განკუთვნილ დასასრულს. საქმის ვითარებაზე საერთო აზრის გამოთქმით, რომელიც უფრო ობიექტურ ისტორიულ ფაქტს წარმოადგენს, ვიდრე პირად ან სუბიექტურ აზრს, მინდა ავღნიშნო, რომ ეს სრულიადაც არ ნიშნავს იმას, რომ თითქოს ჩვენ მივესალმებით ზამთარს და მის მაგვარ მოვლენებს, რომლებიც დაკავშირებულია დარდთან, ავადმყოფობასთან და უბედურებებთან. მიუხედავად იმ საყოველთაოდ ცნობილი ფაქტისა, რომ ბოლოს და ბოლოს ავადმყოფობის ზრდა ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარს, მის იმუნურ სისტემას აძლიერებს და წარმოადგენს სამედიცინო პროგრესის წყაროს, ის მავნებელია და პათოლოგიაა. ეს ეხება როგორც მიწიერ, ისე სულიერ პათოლოგიებს. თეოლოგიური, მორალური თვალსაზრისით ისინი ჩვენი ცოდვების და სულიერი დეპრესიის და ასევე ჩვენს მიერ ჩადენილი ქმედებების შედეგია, რომლებიც კანონით ან მორალით (როგორც რელიგიური ისე ელიტარული) იკრძალება. იმის მიუხედავად, რომ ეს ავადმყოფები ხალხს აიძულებენ დაფიქრდნენ ჩადენილ შეცდომებსა და უყურადღებობაზე, მათ კაცობრიობისთვის უზარმაზარი ნგრევა და მავნებლობა მოაქვთ.

ყურანში წერია: „ალლაჰი რომ ერთი ტიპის ადამიანებს (რომელნიც ბოროტნი არიან საქმენით) მეორეს (რომელნიც კეთილნი არიან საქმენით) არ უპირისპირებდეს, მაშინ ეკლესია მონასტრები -, მეჩეთები და სინაგოგები, რომლებშიაც მისი (ღმერთის) სახელი ხსენდება აღგვილნი იქნებოდნენ პირისაგან მიწისა, (წმ.ყურანი, 22:40) სხვანაირად რომ ვთქვათ, მამაკაცები და ქალები, რომლებსაც არც იმის სჯერათ, რომ მათ ქმედებებს განსჯიან სიკვდილის შემდეგ, სრულიად ასცდებოდნენ ჭეშმარიტ გზას, რითაც ადამიანის  ცხოვრება დედამიწაზე შეუძლებელი გახდებოდა. არსებობს ყურანისეული მითითება: „თქვენ შეიძლება რაიმეს თქვენთვის უბედურებად თვლიდეთ, მაშინ, როდესაც ის თქვენთვის სასრგებლოა, თქვენ ასევე შეიძლება თვლიდეთ რაიმეს თქვენთვის სასიკეთოდ და ამ დროს ის თქვენთვის მავნებელია ( წმ. ყურანი, 2:216). მაგალითად, ზოგჯერ ომი დასაშვებია, მიუხედავათ იმისა, რომ ომებს, რომლებიც დაფუძნებულია გარკვეულ პრინციპებზე და მიმართულია არსებული სიტუაციის გასაუმჯობესებლად, გარკვეული სარგებლობის მოტანა შეუძლია, მაგრამ მათი წარმოება არ შეიძლება, რადგან მათ დიდი ზიანი მოაქვთ, ისინი ტოვებენ ნანგრევებად ქცეულ სახლებს, დანგრეულ ოჯახებს, ატირებულ ქვრივებსა და ობლებს.

როგორც არ უნდა იყოს, არ შეიძლება თავი აარიდო რეალურ ცხოვრებას და იგნორირება გაუკეთო მას. არსება ადამიანისა წარმოადგენს სარკეებს, რომელშიც აირეკლება ღვთიური სახელები და ატრიბუტები, ამიტომ მათ სხვა ქმნილებებისაგან განსხვავებით პატივი აქვთ იყვნენ პასუხისმგებელნი იმაზე, რომ მიწა ყვაოდეს ღმერთის სახელით (დიდება მას). თუკი მათ არ შეუძლიათ შეიცნონ სიბრძნე და მიზანი ბედნიერებისა ან უბედურებისა, რომელიც იყო მათთვის გზავნილი ზემოდან, მათი შემქმნელის მიერ, მათ არ შეუძლიათ გაექცნენ სახტად დარჩენას და პესიმიზმს. მათთვის, დავინახოთ ეგზისტენციალური ლიტერატურიდან როგორც შეიძლება ცხოვრება იქცევა პროცესად, არსებობა უმიზნო ვაკუუმად, უაზრობა - ერთადერთ, თვითმკვლელობა - საქებარ ქმედებად და სიკვდილი რჩება ერთადერთ გარდაუვალ რეალობად.

კაცობრიობის ბუნების არსი.

ადამიანთა ისტორია დაიწყო ორი პიროვნებიდან, რომლებმაც შეისისხლხორცეს კაცობრიობის არსი და იდეალურად შეავსეს ერთმანეთი. იმ დროს როდესაც პირველად გახდნენ დედა და მამა და, ასევე შექმნეს ოჯახები, რომელთა საშუალებით ავლენდნენ ამ ქვეყნად საკუთარ შთამომავლობას, ხალხი წყნარად და უშფოთველად ცხოვრობდა. ისინი წარმოადგენდნენ ერთიან საზოგადოებას, ერთიანი შეხედულებით და ცხოვრობდნენ თანაბარი უფლებების პირობებში.

იმ დროიდან მოყოლებული კაცობრიობის არსი დარჩა და დარჩება უცვლელად. რეალობა რომელიც ჩვენს გარშემოა, ფიზიკური აღნაგობა, ძირითადი თვისებები და მოთხოვნილებები, ადამიანის, დაბადებისა და გარდაცვალების ადგილი და დრო, მშობელთა არჩევანი, გარეგნული მონაცემები, შინაგანი ხასიათი, და საერთოდ ბუნებრივი გარემო ჩვენი არსებობისა არ შეცვლილა. ამგვარი მუდმივობა მოითხოვს ზოგიერთ ძირითად და უცვლელად ცხოვრებისეულ რეალიებს და ფასეულებებს, რომლებიც უნდა მეორეხარისხოვანი ცხოვრებისეული რეალიების განვითარებისა და შეცვლის საფუძვლი, რათა ჩვენი ცხოვრება იქცეს სამოთხედ მიწაზე, ზეცის ქვეშ.

როგორც უკვე ზემოთ იყო ნათქვამი, ზოგიერთი რამ შეიძლება ================== მავნედ და არასასიამოვნოდ, მსგავსად ადამიანის თვისებებისა, რომლებიც ხალხს თავიდან ცოდვად მიაჩნია. მაგალითად: სიძულვილი, შური, მტრობა, სურვილი მბრძანებლობისა, სიძუნწე, სიბრაზე და ეგოიზმი. ადამიანს აგრეთვე გააჩნია სხვა შინაგანი მოთხოვნები და სურვილები, რომლებიც განაპირობებენ მის მიწიერ არსებობას, მათ შორის მოთხოვნილება საკვებისა და წყლისა, ხორციელი ვნებებისაკენ ლტოლვა და ა. შ. ადამიანის ყველა მოთხოვნები, საჭიროებები და სურვილები უნდა იყოს მიმართული და გამომუშავებული  უნივერსალურ და შეუცვლელ ფასეულობებთან მიმართებაში, რომლებიც მიმართულია კაცობრიობის ცხოვრების მთავარი ასპექტებისაკენ. ამ საკითხში მოთხოვნილება წყლისა და საკვებისა, ისევე, როგორც ხორციელი ვნებებისკენ ლტოლვა, შეიძლება იყოს შემცირებული და წარმოდგენილი აბსოლუტურ წყაროდ ან ადამიანის კეთილდღეობისათვის განკუთვნილი.

ისე ეგოიზმსა და სიძულვილს შეუძლიათ გახდნენ ადამიანის კეთილდღეობის და დადებითი მხარეების განვითარების წყარო. შური და ჯიბრი ერთმანეთს შორის შეიძლება იყოს ტრანსფორმირებული მოწყალების და კეთილი საქმეების კეთებაში. მტრობის გრძნობა - გადაიქცეს სატანის მიმართ მტრობად, რომელიც კაცობრიობის უდიდესი მტერია და ასევე, მტრობის გრძნობა შეიძლება მიმართული იყოს თვითონ მტრობისა და სიძულვილის წინააღმდეგ. სიძუნწემ და სიბრაზემ შეიძლება გააღვიძოს ადამიანში კეთილი საქმეების სურვილი, დაღლილობის შეგრძნების გარეშე. ეგოიზმს შეუძლია გამოყოს ჩვენი ბუნების ბიწიერი მხარეები და ასეთი გზით განწმინდოს, აღზარდოს სული და აპატიოს ყველა ცოდვიანი ქმედება.

ყველა ნეგატიური გრძნობა შინაგანი ბრძოლისა და აღზრდის გზით, შეიძლება გადაიქცეს ადამიანის კეთილდღეობის წყაროდ, ზუსტად ასე აღწევს ის მაღალ დონეს „ყველაზე საუკეთესოს შექმნილთა შორის\", პოტენციური ადამიანიდან სრულყოფილი ადამიანის სიმბოლომდე არსებული გზის გავლით.

არსი ადამიანთა ცხოვრებისა ყოველთვის არ შეეფერება ამ პრინციპებს. ნეგატიური ემოციები და ხასიათის თავისებურებები ხშირად პოულობენ გამარჯვებას ხალხზე და თან იმდენად ზღუდავენ მათ, რომ რელიგიები, რომლებიც აყენებს ადამიანს სიკეთის გზაზე, არიან იგნორირებულიიმ გრძნობებითა და შეხედულებებით, რომლებიც არიან აბსოლუტური კეთილდღეობის წყაროები. ადამიანთა ცხოვრება, როგორც ერთი ინდივიდის, ასევე მთელი კაცობრიობის დონეზე, ამასთანავე არის შინაგანი, პირადი ბრძოლისა და მისი გარეგანი გამოვლინების ერთობლიობა. ეს ადამიანის პირად სამყაროს, საზოგადოებას და ისტორიას გადააქცევს ბრძოლისა და ტირანიის არენად, რის შედეგადაც ზარალდება თვითონ ადამიანი.

ქალები და მამაკაცები საკუთარი ქმედებების ნაყოფს იმკიან. კაცობრიობა თავისი ისტორიის დასაწყისში ბედნიერად ცხოვრობდა. ის წარმოადგენდა ერთიან საზოგადოებას, რომელთა წევრები უზიარებდნენ ერთმანეთს საკუთარ ჭირსა და ლხინს, მაგრამ მოგვიანებით მათ შეიბორკეს ხელ-ფეხი დამთრგუნავი ბორკილებით, რომელიც არის შურის, სიძუნწისა და სხვისი საკუთრების მითვისების სურვილის შედეგი. ამის შედეგი იყო აბელის მკვლელობა, მისი ძმის კაენის მიერ. ამის შედეგად კაცობრიობა ადგას გათიშვის გზას ათასწლეულების მანძილზე, რომლებმაც გაიფრინეს, როგორც დღეებმა, თვეებმა და წლებმა, ეს  „ციკლი\" ჯერ კიდევ გრძელდება.

მეორე ათასწლეული

მეორე ათასწლეული დაიწყო ჯვაროსნული ლაშქრობებით და შემდეგ მას კვალდაკვალ მიჰყვა მონღოლთა შეტევა მუსლიმანურ სამყაროზე, რომელიც იმ დროის ისტორიის ცენტრალური მოვლენა გახდა. ომებისა და ნგრევის მიუხედავად, ასევე დანაშაულებების, რომელიც ზოგჯერ ჩადენილი იყო რელიგიის ან ხანდახან ეკონომიკის, პოლიტიკისა და სამხედრო უპირატესობის გამო, ამ ათასწლეულმა დაინახა კულმინაცია. სულიერ, მეტაფიზიკურ და მუდმივ ფასეულობებსა და ასევე, დასავლეთის ცივილიზაციების მეცნიერებაზე დაფუძნებული აღმოსავლეთის ცივილიზაციების განვითარების მრავალი სერიოზული გეოგრაფიული აღმოჩენა და მეცნიერული გამოგონება იყო მიგნებული ზუსტად ამ დროს.

აღმოსავლური და დასავლური ცივილიზაციები არსებობდნენ ერთმანეთისაგან ცალკ-ცალკე. ეს გაყოფა, რომელიც არ უნდა მომხდარიყო, განპირობებული იყო პირველი მეცნიერული პრინციპებიდან უკან დახევით და ამ უკანასკნელთაგან სულიერი, მეტაფიზიკური და ასევე, მარადიული და უცვლელი ფასეულობებისაგან დაშორებით. შედეგად, ამ ათასწლეულის ბოლო სუკუნეები გახდა დაუჯერებელი კატასტროფების პერიოდი, ხალხის მზარდი ქედმაღლობისა და ეგოიზმის გამო, რომელიც მათი მიღწევების შედეგად წარმოიშვა. კაცობრიობამ განვლო მსოფლიო კოლონიალიზმის, დიდი რაოდენობით მასიური მკვლელობების, რევოლუციების პერიოდები, რომლებმაც მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. წარმოუდგენელი სისხლიანი და დამანგრეველი ომები, რასობრივი დისკრიმინაცია, სოციალური და ეკონომიკური უსამართლობა და „რკინის ფარდა\" იმ რეჟიმის შედეგად განვითარებული, რომელთა იდეოლოგიაც და ფილოსოფიაც ისწრაფოდა ეუარეყო კაცობრიობის არსი, თავისუფლება, კეთილმოსურნეობა და სინდისი. აღნიშნულისა და ასევე, ზოგიერთი ბიბლიური წინასწარმეტველებიდან გამომდინარე, მრავალ ადამიანს დასავლეთში ეშინია იმის, რომ სამყარო ისევ დაიძირება სისხლის მდინარეებში, გადაეყრება ნგრევასა და სიბინძურეს. ისინი ძალზე პესიმისტურად და განგაშით უყურებენ ახალ ათასწლეულს.

ჩვენი მოლოდინი

თანამედროვე მასობრივი ინფორმაციის საშუალებებმა და ტრანსპორტმა სამყარო უზარმაზარ გლობალურ სოფლად გადააქცია და ამიტომ, ვისაც იმედი აქვს, რომ რადიკალური ცვლილებები მხოლოდ ერთ ქვეყანას შეეხება და არ გასცდება მის საზღვრებს, უბრალოდ ვერ აცნობიერებენ საქმის რეალურ ვითარებას. ჩვენი დრო - ესაა ინტერაქტიული ურთიერთობის დრო. ხალხი და ნაციები ეხლა უფრო მეტად დამოკიდებულნი არიან ერთმანეთზე და უფრო სჭირდებათ ერთმანეთი ვიდრე, უწინ, ამას კი  მათ ურთიერთობაში დიდ სიახლოვემდე მივყავართ.

დამოკიდებულებათა ამ სისტემამ, რომელმაც შეცვალა უხეში კოლონიალიზმის პერიოდი და არსებობს საერთო ინტერესებზე დაყრდნობით, ზოგიერთ, შედარებით სუსტ მხარეს რიგი სარგებელის მიღების საშუალებას აძლევს. უფრო მეტიც, ტექნოლოგიური პროგრესის მეშვეობით და განსაკუთრებით, ციფრული ელექტრონული ტექნოლოგიების განვითარებით, ინფორმაციის მოპოვების და გაცვლის პროცესი ჩქარი ტემპით მიმდინარეობს. შედეგად ადამიანის პიროვნება იჭერს პირველ ადგილს, რითაც გარდაუვალია დესპოტური სისტემების ცვლა - დემოკრატიულით, რომლის დროსაც მმართველები პატივს სცემენ ადამიანთა უფლებებს.

თუ თითოეული ადმიანი არის ინდივიდუუმი - ცალკე პიროვნება, მაშინ მისი პირადი უფლებები არ შეიძლება იყოს მსხვერპლად შეწირული საზოგადოებისადმი, ხოლო სოციალური უფლებები დამოკიდებული უნდა იყოს პირად უფლებებზე. სწორედ ამ მიზეზების გამო,  ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები, რომლებიც შეიძლება ვნახოთ მსოფლიო რელიგიებში, ყურადსაღები გახდა ომებით განაწამები დასავლეთისათვის. ისინი დგანან პირველ ადგილზე ადამიანთა ურთიერთდამოკიდებულების ყველა სფეროში. მათთან წინა პლანზეა ცხოვრების უფლება, რომელსაც გვიძღვნის და რომელსაც გვართმევს ჩვენ, მხოლოდ ერთადერთი და ეს ერთადერთი ღმერთია. ამის შესახებ აქცენტი კეთდება ისლამში, სადაც ყურანის ერთ-ერთი ძირითადი პრინციპი ჟღერს შემდეგნაირად:  ამის გამო დავწერეთ, (დავადგინეთ), ისრაელის შვილთათვის, რომ ვინც მოჰკლავს კაცს გარეშე (იმ კაცისადმი) (სა)მაგიეროობისა და (გარეშე, იმ კაცის მიერვე) დედამიწაზე ამრევობისა, (მას) ვითომც მთელი ხალხი დაეხოცოს, ხოლო ვინც (კვლავაც) აცოცხლებს კაცს, (მას) ვითომც მთელი ხალხი ეცოცხლებინოს. და, უკვე მოვიდნენ მათთან ჩვენი შუამავალნი ცხადი სასწაულებითურთ, (მაგრამ) ამის შემდგომაც უეჭველად, მათგან, (ისრაელის შვილთაგან), მრავალი დედამიწაზე (კვლავაც) ზღვარგადასულნი არიან. (წმ. ყურანი, 5:32).

ადამიანის სხვა უფლებებია: რელიგიის არჩევის და აღმსარებლობის თავისუფლება, აზრის და მისი გამოხატვის თავისუფლება, უფლება საკუთრებაზე და საცხოვრებელი ადგილის ხელშეუხებლობა, უფლება ჰყავდეს ოჯახი და შვილები, ურთიერთობის, მოგზაურობის და განათლების მიღების უფლება. ისლამური იურისპრუდენციის პრინციპები დაფუძნებულია ადამიანის უფლებებზე, რომლებიც მიღებულია თანამედროვე საკანონმდებლო სისტემის მიერ. მათ შორის სიცოცხლის დაცვა, რელიგიის, საკუთრების, ადამიანთა მოდგმის, ინტელექტის და ხალხთა თანასწორობის უფლებები ეფუძნება იმ ფაქტს, რომ ყველა ადამიანი უარყოფს ყოველგვარ დისკრიმინაციას, როგორც რასობრივს ასევე, ენობრივს და ა.შ.

საფუძვლად უნდა ედოს ახალ ათასწლეულს.

მე მჯერავს და ვიმედოვნებ, რომ სამყარო იქნება უფრო ბედნიერი, სამართლიანი და ლმობიერი და ამით ზოგიერთი ადამიანი უკუაგდებს შიშს. ისლამს, ქრისტიანობას და ბუდიზმს გააჩნია საერთო ფესვები, პრაქტიკულად საერთო ფუძემდებლური, პრინციპები და საზრდოობის ერთი და იგივე წყარო. მიუხედავად მათი მეტოქეობისა, მრავალი საუკუნის მანძილზე, ყველა ღვთიური არსებისათვის ბედნიერი სამყაროს შექმნისათვის დასახული საერთო თვისებები და საერთო პასუხისმგებლობა ქმნის მათ შორის დიალოგის აუცილებლობას. ახლა ეს დიალოგი გაფართოვდა იმ დონემდე, რომ მასში ჩაერთო აზიისა და სხვა რეგიონების რელიგიები. მისი შედეგები დადებითი აღმოჩნდა. როგორც უკვე ზემოთ იყო აღნიშნული, ამ დიალოგის განვითარება არის სავალდებულო პროცესი და ყველა რელიგიის მიმდევრები ნახავენ დაახლოებისა და ურთიერთდახმარების გზებს.

ადრინდელი თაობები მძაფრი ბრძოლების მოწმენი გახდნენ, რომლებიც არ უნდა მომხდარიყო. ეს იყო ბრძოლები მეცნიერებისა რელიგიის წინააღმდეგ. ამ კონფლიქტმა წარმოქმნა ათეიზმი და მატერიალიზმი, რომლებიც ყველზე მეტად ქრისტიანობას შეეხო, ვიდრე სხვა რელიგიებს. მეცნიერებას არ შეუძლია უარყოს რელიგია და შეეწინააღმდეგოს მას, რომლის მიზანსაც წარმოადგენს ბუნებისა და კაცობრიობის გააზრება. ეს კი თავის მხრივ წარმოადგენს ღვთაებრივი ნებისა და ყოვლისშემძლეობის ერთობლიობის გამოვლინებას. რელიგიის წყაროდ გვევლინება ღვთიური სიტყვა, რომელიც ისტორიის მსვლელობისას წმინდა წიგნების სახით (ყურანი, ევანგელია, თორა) გამოვლინდა. ქრისტიანი და მუსლიმანი მეცნიერებისა და თეოლოგების ძალისხმევით და ასევე, ნაწარმოების - „რისლეი ნურის\" წყალობით, კონფლიქტი რელიგიასა და მეცნიერებას შორის, რომელიც გრძელდებოდა რამდენიმე საუკუნე, დასასრულს უახლოვდება, ყოველ შემთხვევაში აღიარებული იქნება მისი აბსურდულობა.

ამ კონფლიქტების დასასრული და ახალი მიდგომა განათლებისადმი, რომელშიაც რელიგიური და მეცნიერული ცოდნა შეუერთდება ზნეობას და სულიერებას, შესაძლებელს გახდის გამოჩდნენ ნათელი გულით სავსე ადამიანები, გასხივოსნებული რელიგიური სინათლის დიდი სულიერებითა და გონებით, ზუსტ მეცნიერებაში კარგად ჩახედულნი. ეს იქნებიან ყველა ადამიანური ღირსებებით და მორალური ფასეულობებით შემკული პირები, გათვითცნობიერებულნი ყველა სოციალურ-ეკონომიკურ და პოლიტიკურ სისტემაში. ჩვენი სამყარო დაინახავს „გაზაფხულის\" დადგომას, „ახალგაზრდობის\" დაბრუნებას ბოლო ჟამის წინ. ეს გაზაფხული მოგვიტანს უფსკრულის შემცირებას მდიდრებსა და ღარიბებს შორის, კაცობრიობა დაინახავს სამართლიან გადანაწილებას მსოფლიო სიმდიდრესა და ჩატარებულ სამუშაოს შორის. კაპიტალსა და ადამიანურ მოთხოვნილებებს შორის გახდება დისკრიმინაციის გაუქმების მოწმე, რომელიც დაფუძნებულია, როგორც რასობრივ, ენობრივ, ან მსოფლმედველობის მიხედვით ადამიანთა დისკრიმინაციაზე. დაინახავს ასევე, რომ ყველა ადამიანის უფლებები და თავისუფლებები დაცულია. პირველ ადგილზე იქნება ადამიანის ღირსება და ხალხი, რომელმაც ისწავლა თავისი პოტენციალის რეალიზაცია და სიყვარულის, ცოდნისა და რწმენის ფრთებით გადაინაცვლეს წინ იმისათვის, რომ გახდნენ „ყველაზე ღირსეული ადამიანები\".

ამ გაზაფხულზე, თანამედროვე მეცნიერული პროგრესის გათვალისწინებით ხალხი მიხვდება, რომ დღეისათვის მეცნიერებისა და ტექნიკის დონე გვაგონებს სტადიას, როდესაც ბავშვი სწავლობს ფორთხვას, კაცობრიობა დაიწყებს კოსმოსში მოგზაურობის ორგანიზებას, ისევე, როგორც სხვა ქვეყნებში. ღმერთისკენ მიმავალი მოგზაურები, სიყვარულის მსხვერპლად გაიღებენ თავს, არ იცოდინებათ რა მტრობა, მიიღებენ სულიერ სიმშვიდეს სხვა სამყაროში.

დიახ, ეს გაზაფხული დაიბადება სიყვარულის, თანაგრძნობის, მოწყალების, დიალოგის, ურთიერთგაგების, ურთიერთპატივისცემის და სამართლიანობის საფუძველზე. ეს იქნება დრო, როდესაც ადამიანი ჩასწვდება თავის ჭეშმარიტ არსს. ზნეობრიობა, სიკეთე, რწმენა და კეთილშობილება, გახდება სამყაროს ძირითადი არსი. ყველაფრის მიუხედავად, სამყარო ადრე თუ გვიან დაადგება ამ გზას და ვერავინ შესძლებს ამას ხელი შეუშალოს. ჩვენ ვლოცულობთ და შევთხოვთ ყოვლადმოწყალე ღმერთს, რომ ჩვენი იმედები და მოლოდინი გამართლდეს.

 
წინა პუნქტი   შემდეგი პუნქტი